1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპულმა საბჭომ ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა
ევროპულმა საბჭომ  ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

246
0

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.

შარლ მიშელის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძლიერი სიგნალია ხალხისთვის, თუმცა ასევე არსებობს ხელისუფლებისგან რეფორმების გატარების მოლოდინი.

„დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია, გილოცავთ“, – წერს შარლ მიშელი.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ბოსნია და ჰერცეგოვინა უკრაინის, მოლდოვის, თურქეთის, სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს შემდეგ მერვე ქვეყანა გახდა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს. ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2016 წელს შეიტანა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ქვეყანას 14 პირობა ჰქონდა წაყენებული, რაც სხვადასხვა სფეროში რეფორმების გატარებას გულისხმობს.