1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

832
0

ვერძი

დროა, დაფიქრდეთ იმაზე, რა არ მოგწონთ საკუთარ ცხოვრებაში. შესაძლოა, ყოველდღიური რუტინით დაიღალეთ, მაგრამ ამის აღიარება საკუთარ თავთანაც კი გეშინიათ. იქნებ აჯობებს ცვლილებებისთვის გაიხსნათ და გარისკოთ. ეს დღე შესაფერისია ბევრი რამის შესაცვლელად.

კურო

ამ დღეს თქვენი წარმატებისთვის აუცილებელი პირობა გამოცდილებაა. ამის დამსახურებით პროფესიონალების ნდობას მოიპოვებთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე იდეალურია კარიერული წინსვლისთვის. ეცადეთ, თქვენი ყველა ნიჭი და უნარი აამოქმედოთ და დაამტკიცოთ, რომ საუკეთესო ხართ.

ტყუპები

ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ ეს დღე ინფორმაციით ზედმეტად დატვირთული იქნება. სავარაუდოდ, ამ ინფორმაციის გაწმენდა და დახარისხება მოგიწევთ, რათა სასარგებლო უსარგებლოსგან გაარჩიოთ. ერიდეთ ხმაურიან კამპანიებს, სადაც ყურადღების კონცენტრაცია გაგიჭირდებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს გარშემომყოფების მიმართ ზედმეტად კრიტიკული ხართ. თქვენი სიტყვები, აზრები და გადაწყვეტილებები უახლოესი ადამიანებისთვისაც კი გაუგებარია, კოლეგებზე რომ არაფერი ვთქვათ. თუ ლიდერის პოზიციაზე მუშაობთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რათა ხელქვეითები დაუმსახურებლად არ გაანაწყენოთ.

ლომი

ამ დღეს წარმატებას მხარდამჭერების დახმარებით მიაღწევთ. ნუ ცდილობთ, რომ გუნდურ მუშაობას გაექცეთ – დამოუკიდებლად შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. თუ თანამოაზრეებს დაუჯერებთ, საღამომდე სასურველ შედეგს მიიღებთ.

ქალწული

უახლოეს დღეებში ბევრი მუშაობა გელით. გამორიცხული არ არის, საქმის გამო გამგზავრება მოგიწიოთ. სავარაუდოდ, ახლახან დასრულებული სამუშაოსთვის კარგ ანაზღაურებას მიიღებთ, რაც თქვენს ამჟამინდელ ფინანსურ კრიზისს დაასრულებს.

სასწორი

წარმატებას მაგნიტივით იზიდავთ. თქვენი თავდაჯერება შესანიშნავ შედეგებამდე მიგიყვანთ. დაივიწყეთ მოკრძალება და ნუ დამალავთ საკუთარ ღირსებებს. პირიქით, ეცადეთ ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადოთ და ის მიიღოთ, რასაც დიდი ხანია იმსახურებთ.

მორიელი

გირჩევთ ის საქმე აკეთოთ, რომელიც ყველზე კარგად გამოგდით, ექსპერიმენტები კი სხვა დროისთვის გადადეთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენი წარმოსახვის უნარი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

დროა, თქვენი მსოფლმხედველობის გაფართოებასა და პროფესიონალიზმის ამაღლებაზე იზრუნოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ სწავლით დაკავდეთ ან სასწავლო კურსებზე ჩაეწეროთ. ახალი ცოდნიტა და თქვენი საოცარი ქარიზმატულობით წარმოუდგენელ შედეგს მიიღებთ.

თხის რქა

სავარაუდოდ, ძალიან უნდა იჩქაროთ, რათა ამ დღის მოვლენებს დაეწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაციის კონტროლი გაგიჭირდებათ, ამიტომ ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას უნდა მოერიდოთ. ნუ ეცდებით, ყველგან პირველი იყოთ – ამას შეიძლება საპირისპირო შედეგი მოჰყვეს.

მერწყული

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დიპლომატიის ნაკლებობა ბევრ პრობლემას შეგიქმნით. თქვენი სიხისტე და უხეშობა გარშემო მყოფებს ძალიან აღიზიანებს, თუმცა თქვენ საკუთარ მოქმედებებში პრობლემას ვერ ხედავთ. სავარაუდოდ, ეს დღე კონფლიქტის გარეშე არ ჩაივლის.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერი სირთულის ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდებით. ეცადეთ, საღამოს დასვენება დაგეგმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკი არსებობს.