
“ღირსეული მამაკაცი ამას არც შინ იკადრებს და არც გარეთ”- გოგა ხაინდრავა ქალთა მიმართ ძალადობაზე
463
0
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმიანება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან საერთაშორისო კამპანიას.
„ქალებზე მოძალადე, ჩვენს დედებზე და დებზე მოძალადეა. ღირსეული მამაკაცი ამას არც შინ იკადრებს და არც გარეთ. ღირსებას ნუ დავკარგავთ ძმებო!“ – წერს ხაინდრავა.