თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა
288
0
თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საუბარია რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემებზე, რომლებიც თებერვლის დასაწყისიდან ითხოვდნენ ნებართვას, რათა ბოსფორის სრუტე გაევლოთ.
როგორც მედია იუწყება, ანკარამ მათ ამის უფლება არ მისცა.
რუსული სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და დიდი ნავსაწინააღმდეგო გემი „ადმირალი ტრიბუცი“ 6 ნოემბერს სინგაპურის სრუტეში შენიშნეს, საიდანაც ვლადივოსტოკისკენ მიემართებოდნენ.
ამასთან, როგორც შავი ზღვის სტრატეგიული ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიმენკო „ტვიტერში“ წერს, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები შავ ზღვაში შესვლას ცხრა თვე ელოდებოდნენ.