1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მარიუპოლის მახლობლად კიდევ 1500 ახალი საფლავი აღმოაჩინეს
მარიუპოლის მახლობლად კიდევ 1500 ახალი საფლავი აღმოაჩინეს

მარიუპოლის მახლობლად კიდევ 1500 ახალი საფლავი აღმოაჩინეს

218
0

დროებით ოკუპირებულ მარიუპოლის მახლობლად 1500-ზე მეტი ახალი საფლავი აღმოაჩინეს. საფლავები სატელიტურმა თანამგზავრებმა დააფიქსირეს. 

 

ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ ბოლო ანალიზის შემდეგ ადგილზე 1500 ახალი საფლავი იყო გათხრილი. მათი შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ იქ 4600-ზე მეტი საფლავია გათხრილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენი ცხედარია დაკრძალული.

ამავდროულად, უკრაინის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ მარიუპოლში ბრძოლებისას სულ მცირე 25 000 ადამიანი დაიღუპა, მასიური დაბომბვის შემდეგ სახლების ნანგრევების ქვეშ მხოლოდ 5000-დან 7000-მდე დაიღუპა.

მარიუპოლის მკვიდრმა ტატიანამ, რომელმაც შვილთან კონტაქტი დაკარგა იმ დროს, როდესაც ქალაქში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, თქვა, რომ მან ნახა მასობრივი საფლავი ვინოგრადნოეში, სადაც 800-ზე მეტი ახალი საფლავი იყო.