1. Home
  2. სხვა
  3. “რუსები ტანკებით ფრონტის გარღვევას აპირებენ. როგორ არის ჩვენი ჯავშნიანი ფარის საქმე?”-Testy
“რუსები ტანკებით ფრონტის გარღვევას აპირებენ. როგორ არის ჩვენი ჯავშნიანი ფარის საქმე?”-Testy
0

“რუსები ტანკებით ფრონტის გარღვევას აპირებენ. როგორ არის ჩვენი ჯავშნიანი ფარის საქმე?”-Testy

0

უკრაინული გამოცემის „ტექსტის“ (Testy) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსები ტანკებით ფრონტის გარღვევას აპირებენ. როგორ არის ჩვენი ჯავშნიანი ფარის საქმე?“ (ალექსანდრე შულმანი). მასალაში გაანალიზებულია უკრაინის სატანკო ჯარების მდგომარეობა. ავტორის დასკვნით, სიტუაცია უიმედოა, რადგან უკრაინის სატანკო ძალები ღრმა კრიზისში იმყოფება.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

უკრაინული ტანკები – მას შემდეგ, რაც სამხედრო ტექნიკის ტექნოლოგიები შეიცვალა – არმიაში მნიშვნელოვან როლს აღარ ასრულებენ. ჩვენი მტრები კი, რუსები, თავიანთ ტანკებს და საერთოდ, ჯავშანტექნიკას დრონებთან საბრძოლველად ადაპტირებენ, აწყობენ და ინახავენ:  სატანკო გარღვევისა და ჩვენი ჯარების ალყაში მოსაქცევად ემზადებიან. თუ ომის დაწყების დროს ჩვენ ვიცოდით როგორ გაგვენადგურებინა რუსული ტანკები და ვანადგურებდით კიდეც, ახლა უკრაინის სატანკო ჯარები ღრმა საკადრო, ტექნოლოგიურ და ლოჯისტიკურ კრიზისში იმყოფებიან.

 

მოდით, ჯერ შევაფასოთ, ჩვენ რა გვაქვს, რას ვაკეთებთ და შემდეგ რუსეთის მოქმედებაზე ვისაუბროთ.

 

როგორც ოფიცერი-ტანკისტი, მეტსახელად „საპრანი“, ანონიმურად ამბობს, ‘2022 წლისათვის ჩვენს სატანკო ჯარები საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო: გვყვავდა ღია და დახურული სროლისათვის მომზადებული ეკიპაჟები, დამუშავებული იყო ტაქტიკური მოქმედების პრაქტიკა, გვყავდა ტანკის მექანიკოსები, რომლებმაც ტექნიკის ყოველი ნიუანსი იცოდნენ და საბრძოლო იარაღს წარმატებით იყენებდნენ.

 

დღეს სიტუაცია უკვე შეცვლილია: ომის წლებში სატანკო ჯარება რიგი პერეტურბაციები განიცადეს – ეკიპაჟების დაღუპვისა და ჯავშანტექნიკის დეფიციტის შედეგად.

 

ომის დაწყებისთანავე უკრაინელმა ტანკისტებმა რუსული ჯავშანიანი ქვედანაყოფების წინააღმდეგ რამდენიმე ახალი მეთოდი შეიმუშავეს – საკმარისი გავიხსენოთ უკრაინის გმირის, პოლკოვნიკ ოლეგ გრუძევიჩის მიერ განხორციელებული გარღვევები კიევთან და ხარკოვთან ახლოს, მაგრამ იმდროინდელ ტექნიკას თავისი ხარვეზები ჰქონდა, ამას დაემატა დაფინანსების უკმარისობა და სხვა პრობლემები.

 

რატომ არ გაამართლეს იმედი დასავლურმა ტანკებმა?

 

უკრაინის არმიას დახმარების ხელის დასავლეთის ქვეყნებმა ტანკების მიწოდების საკითხში გაუწოდეს, მაგრამ ამ დახმარებას მნიშვნელოვანი ნაკლი ჰქონდა – მოგვცეს ძველი ჩამოწერილი ტანკები – გერმანული „ლეოპარდები“, ბრიტანული „ჩელენჯერები“… შედარებით ახალი და თანამედროვე – ამერიკული „აბრამსები“ და „ბრედლები“… ნადავლის სახით საკმაო ტექნიკა დაგვრჩა რუსებისაგან… მაგრამ ეს იყო, შეიძლება ითქვას, ერთგვარი „ზოოპარკი“.

 

სამწუხაროდ, 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევის დროს უკრაინის არმიაში დასავლურმა ჯავშანტექნიკამ ვერ გაამართლა – ერთნაირად იწვოდნენ „ლეოპარდებიც“’, „აბრამსებიც“ და „ბრედლებიც“… განსაკუთრებით კი „ჰერკულესის“ მარკის დეფიციტური ტანკსაწევრები, როცა მათ ბრძოლის ველიდან – ე.წ. „სუროვიკინის გამაგრებული ხაზიდან“  დაზიანებული 70-ტონიანი „აბრამსები“ გამოჰქონდათ.

 

კურსკის ოპერაციის“ დროს კი, 2024 წელს, ბევრი დასავლური ტანკი მტერს ჩაუვარდა ხელში, რის შედეგადაც სატანკო ჯარების კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა. გარდა ამისა, რუსებმა უკრაინის არმიის მიერ მიტოვებული დასავლური წარმოების ნადავლი ტანკები წარმატებით გამოიყენეს პროპაგანდისათვის.

 

დროთა განმავლობაში უკრაინელი ტანკისტები, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ მომზადებულნი… ქვეითთა ქვედანაყოფებში გადაანაწილეს.

 

სამწუხაროდ, დღეს, როცა აქცენტი დრონებზე და რაკეტებზეა გადატანილი, ტანკები უკრაინის არმიაში პრიორიტეტული აღარ არის. ტანკის ეკიპაჟების მომზადების სისტემა დაინგრა და აღარ მოქმედებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინას ბრძოლის უნარიანი სატანკო ქვედანაყოფები პრაქტიკულად აღარ ჰყავს და კიდევ თუ რაიმეა დარჩენილი, მათში ძირითადად შემთხვევითი ადამიანები და ქრონიკული ლოთები „მსახურობენ“.

 

ძალზე არასახარბიელო დონეზეა ტანკების რემონტი, რომელიც თვეობით ჭიანურდება სათადარიგო ნაწილების უქონლობის გამო. თავის დროზე ძველ ტანკებს არ მოჰყოლიათ არც სათადარიგო ნაწილები და არც სრულად არ ყოფილან დაკომპლექტებული, არ არსებობს ელექტრული სქემები, საკონტროლო-გამზომი აპარატურა და დეტალური ინსტრუქციები. ამჟამად მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ რემონტდება, მაგრამ ყველანაირი გრაფიკის დარღვევით.

 

და რას აკეთებს ამ დროს მტერი?

 

ტანკებით სარგებლობა უკრაინის არმიისათვის პრიორიტეტული არ არის, მაგრამ ამ დროს მტერს არ სძინავს, უარს არ ამბობს სატანკო გარღვევების იდეაზე და ჩვენი ჯარების „რკინის მარწუხებში მოქცევაზე“. დასამალი არაა, რომ რუსები ამ მიზნის მისაღწევად მკაფიო და დაუნდობლად ეფექტურ სისტემას ქმნიან.

ჩვენ ხშირად დავცინით რუსებს, როცა ცალკეულ სატანკო შეტევებს აწყობენ – „დაჟანგებულ ტანკებს იყენებენო“ (ტ-62, ტ-72, ტ-80). თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ჩვენი დასავლური ტანკებიც არანაკლებ „დაჟანგებულია“. განსხვავება ისაა, რომ რუსული ჯავშანტექნიკის აღდგენა იოლია და შესაბამისად, შეიძლება საველე პირობებშიც შეკეთდეს, რუსებს აქვთ სათადარიგო ნაწილები.

 

ჩვენი ოფიცერ-ტანკისტების დაკვირვებით და შეფასებით, რუსებმა ბოლო დროს ტაქტიკა შეცვალეს: ახორციელებენ ტექნიკურ უნიფიკაციას – შედარებით ახალ ნადავლ დასავლურ ტანკებს ღრმად სწავლობენ, შესაძლებლობების ფარგლებში სწრაფად უცვლიან აგრეგატებს და მათ აუმჯობესებენ. რუსული სატანკო მრეწველობა კონვეიერულ სისტემაზეა გადასული: ჩვენი „ზოოპარკისაგან“ განსხვავებით, მათ ერთნაირი უნიფიცირებული „დაშტამპული“ ჯავშანტექნიკა აქვთ.

რუსული ტანკი უკრაინული დრონების წინააღმდეგ

 

თანამედროვე რუსული მძიმე სამხედრო ტექნიკა მასიურად არის აღჭურვილი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, რათა დრონებს მართვის წყარო გაუთიშონ. გარდა ამისა, ისინი აფიქსირებენ მათზე დამიზნებულ დრონს, კუმულიატურ ელემენტს, ხელყუმბარას და როგორც კი ისინი ტანკის რადარის არეალში მოხვდებიან, იმავ წამს ელვისებურად ამოქმედდება შესაბამისი დაცვის სისტემა  და სამიზნე მანამ ნადგურდება, სანამ ტანკის ჯავშანს მიაღწევს.

 

ამის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსები საკმაოდ უბრალო და იმავდროულად პრაგმატულ ტაქტიკას ამუშავებენ: განახორციელებენ სწრაფ ნახტომს, გაივლიან დრონების მიერ კონტროლირებულ ზონას (ე.წ. „კილზონას“), მიუვარდებიან უკრაინული დრონების ოპერატორებს, გაანადგურებენ და ზურგში გავლენ.

 

რა თქმა უნდა, ეს ტაქტიკა სარისკოა, მგრამ დაგეგმილი მსხვერპლით – პირველები დაიწვებიან რუსული გარემონტებულ-გაუმჯობესებული, მაგრამ მაინც ძველი ტანკები ეკიპაჟებით, მაგრამ შემდეგ ბრძოლაში ჩაებმებიან ახალი ტანკები მთელი თავიანთი ძალით, უახლესი შეიარაღებითა და ანტიდრონული სისტემებით. რუსეთის სატანკო მრეწველობა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, ახალ ტანკებს დაცვის ისეთი კომპონენტებით უშვებენ, რომ უკრაინელ ტანკისტებს ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ.

 

უიმედო დასკვნა

 

ჩვენ საგანგაშო რეალობის წინაშე ვდგავართ. სანამ მოწინააღმდეგ თავისი სატანკო პარკის მოდერნიზებას ახდენს, მათ რაოდენობას ამრავლებს და ადრონებთან საბრძოლველად მზადებს, ჩვენი სატანკო ჯარების ნაშთები ყურადღების პერიფერიაში რჩებიან. დასავლელი მოკავშირეებისგან ახალი გაუმჯობესებული ტანკების მოწოდების თაობაზე ჩამიჩუმი არ ისმის. უკრაინა თვითონ ტანკებს არ უშვებს, მხოლოდ დაზიანებულებს არემონტებს.

 

 

თუ ჩვენ მტრის სავარაუდო სატანკო გარღვევისათვის არ მოვემზადებით, რუსეთი 2022 წლეს თებერვალ-მარტის შეტევას გაიმეორებს, მაგრამ 2022 წლისაგან განსხვავებით, უკრაინას უკვე აღარ აქვს მათი მოსაგერიებელი სპეცსაშუალებები და არც ოპერატიული საკადრო რეზერვი.

ამბობენ, რომ ტანკები წარსულში დარჩნენ და სამომავლოდ ომები „ზოოპარკის“ გარეშე იქნებაო, მაგრამ მათი ჩამოწერა მაინც წინდაუხედაობა იქნებოდა. ჩვენი სატანკო ნაწილების ნაშთები ერთადერთი საშუალებაა, რომლებიც მტრის მასირებულ გარღვევას წინააღმდეგობას გაუწევენ. ამიტომაც, როცა რუსები „კილზონას“ გამოივლიან, მათი შეჩერება ჩვენს ტანკისტებს მოუწევთ, ავიაცია და არტილერია ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით ჩვენ საკმარისი არ გვაქვს.

ბრძოლა ჩვენგან მკაცრ პრაგმატიზმს მოითხოვს. თუ არ მოვემზადებით, მტერი თავის მიზანს შეისრულებს.

 

წყარო: