გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აკრძალავს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ პარტიებს – არჩილ გორდულაძე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრებს სჯერათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აკრძალავს კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ პარტიებს.
ამის შესახებ, არჩილ გორდულაძემ, გადაცემა “დებატებში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პარტიების საქმიანობა არ არის კონსტიტუციური და არ შეესაბამება ევროპულ კონვენციას:
“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისარგებლოთ ჩვენი კონსტიტუციითვე და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებით, რომელიც სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას გულისხმობს და ჩვენი პოზიციები დავამტკიცოთ, რომ ამ პარტიების საქმიანობა არ არის კონსტიტუციური, არ შეესაბამება ევროპულ კონვენციას. მათი გასამართლება, ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესებში.
ჩვენ გვაქვს 1990-იანი წლებიდან დღევანდელ დღემდე განგრძობადი ოკუპაცია, რომელიც აუცილებლად დასრულდება, სამწუხაროდ პოლიტიკაშიც ასეთივე განგრძობადი ოკუპაცია გვაქვს კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მხრიდან 2004 წლიდან დაწყებული და შესაბამისად, ჩვენ გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აკრძალავს კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ პარტიებს, მოხდება ჩვენი პოლიტიკური ველის და ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და გავაგრძელებთ ერთიან ქვეყანაში თანაცხოვრებას, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად,” – აცხადებს არჩილ გორდულაძე.