ირაკლი კობახიძე – საქართველოს არავინ ადანაშაულებს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო ომი, რომელიც დასრულდა უბედურებით, საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, მოკლა რეჟიმმა
საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ მოკლა, „ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის” ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს და ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს, ავანტიურა გარე დაკვეთით ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ”.
„ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს. ჩვენ ვადანაშაულებთ თქვენს პარტიას, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს პარტიას იმ ავანტიურაში, რაც ჩაიდინეს გარე დაკვეთით. საქართველოს და ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს. თქვენმა პარტიამ როდესაც მოკლა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, მაშინ საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ მოკლა, თქვენმა რეჟიმმა. თქვენმა პარტიამ დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.