1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მდინარე ჭანისწყალში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
მდინარე ჭანისწყალში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

მდინარე ჭანისწყალში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

0

ამ წუთებში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ მდინარე ჭანისწყალში, წალენჯიხაში. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა მდინარიდან ქალის და 2 ბავშვის გამოყვანა შეძლეს, ხოლო მოულოდნელად ადიდებულმა და სისწრაფით მოვარდნილმა მდინარემ ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცა.

ადგილზე იმყოფება შესაბამისი სამსახურები. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.