1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

0

ვერძი

შეამცირეთ მოთხოვნები საკუთარი თავისა თუ გარშემომყოფების მიმართ, თორემ უსიამოვნებებს თავიდან ვერ აიცილებთ. როდესაც საქმე პირად ურთიერთობებს ეხება, ინტუიციას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სიფრთხილით მოეკიდოთ მათ, ვინც თქვენ მიმართ გადაჭარბებულ ინტერესს იჩენს. დროა, საკუთარ თავს გამოუტყდეთ — ფული ყველა საჭიროებისთვის გყოფნით? თუ არა, დამატებითი შემოსავლის პოვნაზე უნდა იზრუნოთ. ფიზიკური დატვირთვა სასარგებლოა, თუმცა ზომიერების დაცვა არ უნდა დაივიწყოთ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები აკონტროლოთ. თუნდაც რჩეულის მიმართ ძლიერი გრძნობები გამოძრავებდეთ, საბოლოო გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ, სანამ კარგად არ გაიცნობთ. მზად იყავით, რომ გაუთვალისწინებელი მოვლენები ფინანსურ დანაკარგებსა და ხარჯებს გამოიწვევს, სამაგიეროდ, გამახვილებული ინტუიცია დაგეხმარებათ, განსაცდელს თავი ოსტატურად დააღწიოთ. ამ დღეს გაჩნდება შანსი, რომ კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ახლა ინვესტიციებისა და გარიგებებისთვის არახელსაყრელი დღეა — მერკურის მდებარეობის გამო უმჯობესია, ფული დაზოგოთ.

ტყუპები

ასტროლოგიური პროგნოზი ხაზს უსვამს ემოციების გაზიარებისა და ახლობლებთან გულახდილი ურთიერთობის მნიშვნელობას. ურთიერთნდობა და მხარდაჭერა თქვენი კავშირის მთავარი საყრდენი გახდება. ენერგიულ და მიზანდასახულ ტყუპებს არა მარტო ხელფასის მომატება, არამედ კარიერული წინსვლაც ელით, თუმცა ამის მისაღწევად საქმისადმი ერთგულება უნდა გამოიჩინოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ — დღეს შოპინგისა და ფულის ხარჯვისთვის საუკეთესო დრო არ არის. დაღლილობამ შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებლად გამოყავით დრო დასვენებისთვის. ეცადეთ, დამამშვიდებელ წამლებს მოერიდოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა პარტნიორი თქვენმა უყურადღებობამ გააოცოს და გაანაწყენოს — მას იმის გაგება უჭირს, რომ ახლა დატვირთული განრიგი გაქვთ. მოჭარბებული ენერგიის გამო შესაძლოა ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგათ, ამიტომ თითოეული გადაწყვეტილება კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. სამუშაო თქვენს მთავარ პრიორიტეტად იქცა, რაც ახლობლებთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება — ნუ დაუშვებთ, რომ სამუშაომ პირადი ცხოვრება გაგინადგუროთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მალე ფინანსური მარაგის შექმნას შეძლებთ, რაც მომავალში საკუთარი საქმის განვითარებაში დაგეხმარებათ. რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.

ლომი

ეცადეთ წვრილმანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – ის, რაც ახლა უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, მოგვიანებით შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა, თუკი ეს გჭირდებათ — ზოგჯერ გუნდური მუშაობა ბევრად შედეგიანია. როცა სხვებზე დამოკიდებულებას შეწყვეტთ და ისე იმოქმედებთ, როგორც თავად გსურთ, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც გულს გითბობთ და ინტერესს აღგიძრავთ — თუნდაც ეს ისეთი საქმე იყოს, რომელიც დროს ითხოვს და მატერიალური სარგებელი არ მოაქვს.

ქალწული

თუ საყვარელი ადამიანის საქციელში რამე არ მოგწონთ, ბრალდებების წაყენებას ნუ იჩქარებთ — უმჯობესია, მშვიდად განუმარტოთ, რა არ გსიამოვნებთ. შესაძლოა, ის თქვენს გემოვნებას დიდხანს ერგებოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან, თავის ნამდვილ ხასიათს გამოავლენს. ვარსკვლავები გირჩევენ, სამსახურში პრინციპულად იმოქმედოთ და საკუთარი იდეები დაიცვათ — ეს თქვენს ავტორიტეტს განამტკიცებს. სიფრთხილით იმოქმედეთ, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. ახლა ძვირად ღირებული ნივთების შეძენისა და საეჭვო პროექტებში ინვესტირების დრო არ არის. ასევე, მოერიდეთ სახლიდან შორს წასვლას — არსებობს დაცემისა და ტრავმის მიღების ალბათობა.

სასწორი

მალე მოგეცემათ შანსი, რომ ძველი კონფლიქტი საბოლოოდ მოაგვაროთ. ამ დღეს წარმატებას მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიტანთ, ამიტომ რჩევებსა და მხარდაჭერას ნუ დაელოდებით. რამდენიმე საქმეს ერთდროულად ნუ დაიწყებთ, თორემ შეიძლება ვერც ერთი ვერ დაასრულოთ. მსხვილ საყიდლებსა და შორეულ მგზავრობაზე ჯერჯერობით უარი თქვით. მკურნალობისას სინთეზურ მედიკამენტების თვითნებურად მიღებას მოერიდეთ, რადგან შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამწვავოს — უპირატესობა ნატურალურ, ბუნებრივ საშუალებებს მიანიჭეთ.

მორიელი

ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეთ როგორი უნდა იყოს თქვენი იდეალური პარტნიორი? იქნებ ის თქვენ გვერდითაა და თქვენს ყურადღებას ელის? ეცადეთ, ეს დღე ხმაურიანი წვეულებების ნაცვლად, ოჯახურ გარემოში გაატაროთ და ახლობლებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ. მნიშვნელოვან საქმეებს ნუ წამოიწყებთ, რადგან ყველა პრობლემის ერთბაშად გადაჭრას მაინც ვერ შეძლებთ. გაუგებრობის ნიადაგზე მოსალოდნელია უთანხმოება კოლეგებთან თუ ოჯახის წევრებთან. მალე ხელსაყრელ შეთავაზებას მიიღებთ პერსპექტიულ პროექტში მონაწილეობაზე. ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობას არ უნდა გაუფრთხილდეთ და საკუთარ ორგანიზმს გამოცდა მოუწყოთ.

მშვილდოსანი

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან მარტო არ დარჩეთ. თუ საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ, ცოტა ხნით ყურადღება მეგობრებთან ურთიერთობაზე გადაიტანეთ. მალე პიროვნული და ინტელექტუალური ზრდის მოთხოვნილება გაგიჩნდებათ, რისთვისაც ასტროლოგები მეტი სამეცნიერო-შემეცნებითი ლიტერატურის კითხვას გირჩევენ. გარემოებები მაქსიმალურ მოთმინებასა და ორგანიზებულობას მოგთხოვთ. ნაჩქარევ დასკვნებსა და სარისკო გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებათ, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

თხის რქა

მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, სასიყვარულო ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტა მოხდება თუ არა. ამ დღეს უმჯობესია, სიბრაზე მოთოკოთ და ცივი გონებით იმოქმედოთ, რადგან შექმნილი ვითარება თქვენგან მაქსიმალურ დისციპლინასა და წონასწორობას მოითხოვს. კონფლიქტებისა და დაპირისპირებების პერიოდი, ბოლოს და ბოლოს, დასრულდება და ამას ძალიან მალე იგრძნობთ! საუკეთესო დროა აქტიური დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. თქვენი ნაბიჯები მომავალზე გათვლილი უნდა იყოს — ეცადეთ, დასახული მიზნების მისაღწევად რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე შემოიკრიბოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე— ფიზიკური აქტივობა ახლა ჰაერივით გჭირდებათ.

მერწყული

მშვენიერი პერიოდია სიყვარულისა და ურთიერთობების განვითარებისთვის. სახლში უმჯობესია კოსმეტიკურ რემონტს დასჯერდეთ და მასშტაბური გადაკეთებები არ წამოიწყოთ. დაზოგეთ ენერგია — ის ჯერ კიდევ დაგჭირდებათ. სამუშაო პროცესში ცვლილებები მწიფდება, რასაც თქვენი კოლეგების ნაწილი შეიძლება ვერ შეეგუოს — ეს კრიზისული მომენტი თქვენთვის კარიერული ნახტომის შესანიშნავი შანსი გახდება. დღეს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ბრწყინვალე იდეა მოგივათ, რაშიც პარტნიორი სრულ მხარდაჭერას გამოგიცხადებთ. ერიდეთ ფეთქებად ადამიანებს — მათთან ურთიერთობამ შეიძლება თქვენი ნერვული სისტემა დააზიანოს.

თევზები

მომდევნო 24 საათის განმავლობაში უმჯობესია ჩვეული, ყოველდღიური საქმეებით დაკავდეთ. დღეს მთელი არსებით სამუშაოში ჩართული იქნებით, რის გამოც შეიძლება სარფიანი კომერციული შეთავაზება ვერ შენიშნოთ. ენდეთ ინტუიციას — ის სწორ გზას დაგანახვებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას, რადგან ყურადღების გაფანტულობის გამო შეცდომის დაშვების რისკი მაღალია. გახსოვდეთ, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში თქვენი წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგად გრძნობთ თავს.