დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყია ინვესტირება, ახლა დამატებითი მიზეზი გაქვს. თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე ახალი კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გაქვს, საჩუქრად SpaceX-ის აქციები მიიღო.
კამპანიის ფარგლებში ჯამში $5,000-ის ღირებულების SpaceX-ის აქციები გაიცემა და 25 გამარჯვებული გამოვლინდება.
12 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ყოველი მე-100 მომხმარებელი, რომელიც ინვესტიციების პლატფორმაზე აქციას პირველად შეიძენს, $200-ის ღირებულების SpaceX-ის აქციებით დასაჩუქრდება.
კამპანიაში მონაწილეობა მხოლოდ იმ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებსაც ინვესტიციების პლატფორმაზე აქცია ჯერ არ შეუძენიათ – შესაბამისად, პირველი ინვესტიცია ავტომატურად გაძლევს შესაძლებლობას, გახდე ერთ-ერთი გამარჯვებული.
SpaceX-ის IPO-ს შემდეგ, კომპანიის აქციები თიბისის ინვესტიციების პლატფორმას დაემატა და მათი შეძენა მობაილბანკიდან არის შესაძლებელი. თიბისის ინვესტიციების პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ მობაილბანკიდან, სწრაფად და მარტივად, შეიძინონ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აქციები და ფონდები. ინვესტირება კი დიდ თანხებს არ მოითხოვს, აქციების შეძენა 1$-დან არის შესაძლებელი; მობაილბანკში ასევე შესაძლებელია მომხმარებლები გაეცნონ: ბაზრის სიახლეებს, ანალიტიკოსების რეკომენდაციებსა და სამიზნე ფასებს; თვალი ადევნონ ბაზრის დინამიკას და საინვესტიციო გადაწყვეტილებები ერთ სივრცეში მიიღონ.
არ გამოტოვო შესაძლებლობა, ჩაერთე კამპანიაში, შეიძინე პირველი აქცია 30 ივნისის ჩათვლით და გახდი ერთ-ერთი 25 გამარჯვებულიდან.
გაეცანი კამპანიის დეტალურ წესებსა და პირობებს.
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე.
გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა.
(R)