26 მაისის ამინდის პროგნოზი
სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ღრუბლიანობა მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +11, +16°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +11,+16°.
თბილისში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი ღამით +14°, დღისით , +24° ფრადუსი იქნება