1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

0

ვერძი

პროვოკაციების და მოულოდნელი ცვლილებების დღეა. ბედი პირადი თუ ოჯახური ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთ გამოცდას უმზადებს. გაუფრთხილებელმა სიტყვამ ან აგრესიამ შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სერიოზულად გაართულოს. სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები გელით.

კურო

კოსმოსური ენერგიების ტრანსფორმაციის დღეა, რომელმაც შეიძლება ახალი პრობლემები ან პასუხისმგებლობა მოგიტანოთ. მოსალოდნელია კონფლიქტები უცხო ადამიანებთან ან არაკეთილმოსურნე ადამიანებთან დაპირისპირება. საღამოს შესაძლებელია ნათესავები გესტუმრონ. უფროსებთან ან პარტნიორთან კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალური მოთმინება და ტაქტი უნდა გამოიჩინოთ.

ტყუპები

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში თავშეკავება, წინდახედულება და საღი აზრი უნდა გამოავლინოთ. დაგეგმილი შეხვედრები, პარტნიორებთან ურთიერთობა და დოკუმენტებთან მუშაობა უმჯობესია, სხვა დროისთვის გადაიტანოთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას – მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. გირჩევთ, შეძლებისდაგვარად შეამციროთ ურთიერთობა, განსაკუთრებით უცნობებთან. გამორიცხული არ არის მოტყუება, აგრესია ან ძარცვა.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა კარიერისთვის. ეცადეთ, ახალ საქმეს მონდომებით შეუდგეთ და აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. სასურველია, რომ ფული უფრო თავშეკავებულად ხარჯოთ, რადგან თქვენი გაზრდილი მადის დაკმაყოფილება სულ უფრო რთული ხდება.

ლომი

ბედი თქვენი ხასიათის სიმტკიცეს მორიგ გამოცდას უმზადებს. ლომ მამაკაცებს ვურჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და პირად ცხოვრებაში ცვლილებებს ერიდონ. ამ დღეს ნებისმიერი ცვლილება უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. ლომ ქალებს ნერვიულობა ელით. გაითვალისწინეთ, რომ გაუფრთხილებელმა სიტყვამ შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი და ურთიერთობის სრული გაწყვეტაც კი გამოიწვიოს.

ქალწული

ეს დღე პირად და ოჯახურ ურთიერთობებში სირთულეებს უკავშირდება. ბედი თქვენს სიმტკიცეს კიდევ ერთ გამოცდას მოუწყობს. გამორიცხული არ არის, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანების გავლენის ქვეშ მოექცეთ. შესაძლებელია გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯების გადახდა მოგიწიოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ახლობელ ადამიანებს ყურადღება სირთულეებით სავსე დღეებშიც არ უნდა მოაკლოთ.

სასწორი

წყენის დავიწყების, მონანიების და პატიების დღეა. თუ ამას შეძლებთ, თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, კომუნიკაბელურობა და ოპტიმიზმი გაიზრდება. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია ახალი ნაცნობების გამოჩენა და ურთიერთობის წრის გაფართოება. ხელსაყრელია კოლექტიური მოქმედებები, ახალი ხელობის შესწავლა, შემოქმედები და სამეცნიერო მუშაობა. საღამოს გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა პირადი პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

მორიელი

ეს დღე უამრავ გამოცდას და ემოციებს გიმზადებთ. შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც ყველა და ყველაფერი გაგანერვიულებთ და გაგაღიზიანებთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან მცირე კამათიც კი შეიძლება ძალიან დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს და ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. ფულის ეკონომიურად ხარჯვა სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს აგარიდებთ.

მშვილდოსანი

ეს დღე პირად და ოჯახურ ურთიერთობებში სირთულეებით სავსეა და არახელსაყრელია ახალი საქმის დაწყებისთვის. გამორიცხული არ არის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხელმძღვანელებთან დაპირისპირებას ერიდოთ. ამ დღეს ინიციატივას ნუ გამოიჩენთ – ვარსკვლავები წარუმატებლობას წინასწარმეტყველებენ.

თხის რქა

ბედი თქვენს სიმტკიცეს კვლავ გამოცდას უმზადებს. სავარაუდოდ, ფინანსური პროექტები იმ შედეგით არ დასრულდება, როგორსაც ელოდით. მოულოდნელმა ავადმყოფობამ შეიძლება, გეგმების შესრულებაში ხელი შეგიშალოთ. ფრთხილად იყავით, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ, თორემ ფინანსურ ზარალი ან ნერვული სტრესი გელით.

მერწყული

შესაფერისი დღეა ჯგუფური საქმიანობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც გეგმავდით, მთავარი საკითხების მოგვარებას შეძლებთ. საღამოს გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ეცადეთ, წინდახედულობა და კომპრომისის პოვნის უნარი გამოავლინოთ. ეს არის ერთადერთი გზაა, რომ საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით დაუფიქრებელი გადაწყვეტილება თავიდან აიცილოთ.

თევზები

სასურველია, ეს დღე მიმდინარე მოვლენებს დაუთმოთ. ხელსაყრელი დღეა სახლის რემონტისთვის, შეძენისა და ცხოვრების რეორგანიზაციისთვის. შეძლებთ წარმატების მიაღწიოთ იმაში, რაზედაც ყოველთვის ფარულად ოცნებობდით და რამაც შეიძლება, ბედნიერი გაგხადოთ. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას, რაც შეიძლება ძალიან საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.