1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

514
0

ვერძი

ამ დღეს მოვლენების ცენტრში ხართ! ვარსკვლავებმა ისეთი თვისებებით დაგაჯილდოვეს, როგორიცაა ენერგია, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი და გამჭრიახი გონება. ერთ ადგილზე დარჩენა გაგიჭირდებათ – სიტუაციამ შეიძლება თქვენი ერთდროულად რამდენიმე ადგილას ყოფნა მოითხოვოს! დღის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

კურო

ვარსკვლავები ფინანსურ საკითხებში მხარდაჭერას გპირდებიან! შესანიშნავი დღეა ოჯახური ბიუჯეტის გაზრდისთვის. ასე რომ, თუ შემოსავლის გაზრდის გეგმა გაქვთ, დროა მისი განხორციელება დაიწყოთ.

ტყუპები

ვარსკვლავებმა ჯანსაღი ამბიციებითა და ზღვარგადასული ენერგიით დაგასაჩუქრეს, რაც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება. ამ დღეს თქვენი მისია ლიდერობაა და გარშემო მყოფები ნებისმიერ თქვენს წამოწყებას მხარს დაუჭერენ, თუმცა წარმატების მიღწევა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. შესანიშნავი დღეა დაწყებული საქმის დასრულებისთვის. ამ დღეს ნებისმიერი პროექტი წარმატებული იქნება!

კირჩხიბი

ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო სიურპრიზი გელით. შესაძლოა, ქუჩაში სეირნობის დროს ფული იპოვოთ, ლატარიაში მოიგოთ, დავიწყებული ვალი დაიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ. უამრავი ვარიანტია, ამიტომ ბედის ნებისმიერი საჩუქრისთვის მზად უნდა იყოთ.

ლომი

ცდუნებებთან გამკლავება გიჭირთ, ამიტომ შეიძლება უსარგებლო ნივთს ან უიმედო საქმეს დიდი ფული შესწიროთ. ეცადეთ, ცდუნებას შეეწინააღმდეგოთ. თუნდაც გეგონოთ, რომ ამ ნივთის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, მისი შეძენა სხვა დროისთვის უნდა გადადოთ. ცხოვრება რომ გაიმარტივოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, მაღაზიის ფერად ვიტრინებს მოერიდოთ.

ქალწული

საქმე, რომელსაც დიდი დრო და ძალისხმევა დაუთმეთ, სასიამოვნო ნაყოფს გამოიღებს. ეს შეიძლება ფინანსური მოგება, დამსახურების აღიარება ან, უბრალოდ, სასიამოვნო სიურპრიზი იყოს. ეცადეთ, არ მოდუნდეთ. პირიქით, წარმატებამ მეტი მოტივაცია და ენერგია უნდა შეგმატოთ, რათა აქტიურად იმოქმედოთ.

სასწორი

ენერგია, რომელსაც ეს დღე გაჩუქებთ, საკმარისი იქნება, რომ ახალი კავშირები გააბათ. მათ შორის, როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი კავშირები იქნება. რაც შეეხება ძველ ნაცნობებს, აქ საპირისპირო მდგომარეობაა – შესაძლოა, დაუფიქრებელი ნათქვამის გამო საუკეთესო მეგობართანაც კი გაიფუჭოთ ურთიერთობა.

მორიელი

მორიელში შეიძლება მოულოდნელად ეჭვიანობამ გაიღვიძოს! მეგობრები, ნათესავები, კოლეგები – მორიელის აუხსნელი ეჭვიანობის ობიექტი შეიძლება ნებისმიერი გახდეს. მორიელებო, გირჩევთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევას მოერიდოთ – ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

არ არის გამორიცხული, რომ ვინმესთან შეჯიბრი მოგინდეთ! ამ დღეს თქვენთვის აზარტის გაღვივება ნებისმიერ რამეს შეუძლია. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ იმპულსს – მას შეუძლია, თქვენს ცხოვრებაში ხალისი და თამაშის ელემენტი შემოიტანოს. მთავარია, ყველაფერი ზომიერება დაიცვათ და კონკურენცია უპირატესობის დამტკიცების სურვილში არ გადაიზარდოს.

თხის რქა

ამ დღეს შეგიძლიათ ისეთი რამ გააკეთოთ, რაზეც ერთი თვის ან ერთი კვირის წინ ვერ იოცნებებდით! პლანეტების განლაგება თავდაჯერებას და ბიზნესში წარმატებას მოგიტანთ. თხის რქამ ზუსტად იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს, მაგრამ მან ისიც იცის, სხვებმა რა უნდა გააკეთონ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმეს თქვენი დარიგებები მოეწონოს, ამიტომ თქვენ წინააღმდეგ პროტესტის უსუსური მცდელობისთვისაც მზად უნდა იყოთ.

მერწყული

ამ დღეს მერწყული ენერგიით და თავდაჯერებით სავსეა! სიტუაცია გაიძულებთ, დროდადრო ყურადღების ცენტრში იყოთ. ვარსკვლავების დახმარებით არა მხოლოდ მოვალეობებს გაუმკლავდებით, არამედ ხელსაყრელ ვითარებაშიც აღმოჩნდებით. დღის ბოლოს მზად იყავით შურიანი ადამიანების თავდასხმისთვის.

თევზი

ამ დღეს თევზის ყველა ქმედება ოჯახისა და ახლობლებისთვის სარგებლის მოტანისკენაა მიმართული. ვარსკვლავები გვპირდებიან, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი წარმატებული იქნება. ახლა მთავარია საკუთარი ცხოვრება სხვისას არ შეადაროთ, რაც განწყობის გაფუჭების გარდა, არაფერს მოგიტანთ.