წალენჯიხის მერის ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
368
0
წალენჯიხის მერის ინფორმაციით, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლთან მისი პირადი ავტომობილი დაწვეს.
გია ხარჩილავას განმარტებით, შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა უკვე დაათვალიერეს.
„ფაქტი დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. შვილმა რაღაც გასკდომის ხმა გაიგო. მაშინვე დავრეკეთ 112-ში. მანქანას ცეცხლი უკვე ეკიდა. ეს არის აქტი, რომელიც ალბათ გზავნილსაც შეიცავს“, – განაცხადა გია ხარჩილავამ.
წალენჯიხის მერის ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.