1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

238
0

ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, ევროკომისიის მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, ევროკავშირის საბჭო ერთსულოვნად მიიღებს გადაწყვეტილებას ბოსნია და ჰერცეგოვინას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი პირობებით, მიმდინარე წლის დეკემბერში. დასავლური მედია წერს, რომ ქვეყანას სთხოვეს, ემუშავა რეფორმებზე და ჩამოთვალეს რვა პრიორიტეტი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ამავე ფორმულით, კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭათ.

იმ ნაბიჯებს შორის, რომლებსაც ევროკავშირი ელოდება ბოსნია და ჰერცეგოვინასგან, არის მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭოს შესახებ მოქმედ კანონთან დაკავშირებული ცვლილებების დამტკიცება, როგორც პრიორიტეტული საკითხი, სასამართლოების შესახებ ახალი კანონის მიღება, ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია, გადამწყვეტი ზომების მიღება კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად, საზღვრის მართვისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების ყველა დონეზე ეფექტური კოორდინაციის ხელშეწყობა და თავშესაფრის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ბოსნია და ჰერცოგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთა.