გაზაფხულის თბილი დღეების დადგომასთან ერთად, ჩვენი გარდერობიც ნელ-ნელა იცვლება. სქელ პალტოებს მსუბუქი სამოსი ანაცვლებს, ხოლო დახურულ და მძიმე ფეხსაცმელს, ღია ფეხსაცმელი. ეს ის პერიოდია, როდესაც ყველას გვინდა თავი თავისუფლად, მსუბუქად და რაც მთავარია, თავდაჯერებულად ვიგრძნოთ.
თუმცა, ბევრისთვის ეს გარდამავალი პერიოდი ფარულ შფოთვასთანაც არის დაკავშირებული. როდესაც ღია ფეხსაცმლის სეზონი ახლოვდება და წინ აუზებისა და ზღვის პერიოდიც გველოდება, ფეხების ჯანმრთელობასა და იერსახეს ბევრად მეტ ყურადღებას ვაქცევთ. დახურულ ფეხსაცმელში გატარებული თვეების შემდეგ ხშირად სწორედ გაზაფხულზე ვამჩნევთ იმ ცვლილებებს, რომლებიც ადრე ნაკლებად შესამჩნევი იყო. ფრჩხილის ფერის შეცვლა, მისი სტრუქტურის დარღვევა, სისქის მატება ან კანის უსიამოვნო სიმშრალე, ეს ის ნიშნებია, რომლებიც შესაძლოა ფრჩხილის სოკოვან ინფექციაზე ე.წ ონიქომიკოზზე მიუთითებდეს.
ონიქომიკოზი მხოლოდ ესთეტიკური დისკომფორტით არ შემოიფარგლება. დროთა განმავლობაში ინფექცია შესაძლოა პროგრესირდეს, გავრცელდეს სხვა ფრჩხილებზეც და მკურნალობაც უფრო ხანგრძლივი გახდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ნიშნების შემჩნევისთანავე დროულად მივაქციოთ ყურადღება და შესაბამისი ზომები მივიღოთ, რათა ფეხების ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და ზაფხულის სეზონს მშვიდად და თავდაჯერებულად შევხვდეთ.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ფრჩხილის სოკოს მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. ფრჩხილი ნელა იზრდება, ამიტომ ინფექციის სრულად აღმოსაფხვრელად და ჯანსაღი ფრჩხილის ეტაპობრივად ამოსვლამდე, ხშირად, რამდენიმე თვეა საჭირო. თუ ფრჩხილზე უკვე შეამჩნიეთ ფერის ცვლილება, სისქის მატება, მტვრევადობა ან სხვა მსგავსი ნიშნები, უმჯობესია დროულად დაიწყოთ პრობლემის მოგვარება.
ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორად შერჩეეულ მკურნალობასთან ერთად, მოვუაროთ ფეხებს და ყოველდღიურობაში რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია გავითვალისწინოთ.
პირველ რიგში, აუცილებელია ფეხების სისუფთავისა და სიმშრალის დაცვა, რადგან ტენიანი გარემო სოკოვანი ინფექციის გავრცელებისთვის ხელსაყრელია. რეკომენდებულია ფეხების რეგულარულად დაბანა და კარგად გამშრალება, განსაკუთრებით თითებს შორის არეში. ამასთან, მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ კომფორტული და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი, რათა თავიდან ავირიდოთ ზედმეტი ტენიანობის დაგროვება.
ფრჩხილების სწორ მოვლასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რეგულარული და სუფთა ინსტრუმენტებით დამუშავება ხელს უწყობს როგორც პრევენციას, ისე არსებული პრობლემის კონტროლს.
ამ რეკომენდაციებთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ მკურნალობას. ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც უშუალოდ მოქმედებს ინფექციის კერაზე და აღწევს ფრჩხილის სტრუქტურაში, სადაც სოკო ვითარდება.
ადგილობრივი ანტიფუნგალური საშუალებები ამ მხრივ ერთ-ერთ ეფექტურ გამოსავლად მიიჩნევა, რადგან ისინი პირდაპირ დაზიანებულ უბანზე მოქმედებენ და ხელს უწყობენ ინფექციის გავრცელების შეჩერებას. ამავდროულად, მათი გამოყენება მარტივია და შესაძლებელია ყოველდღიური რუტინაში ჩართვა. სწორედ ასეთი საშუალებაა სტიბერილი, აქტიური ნივთიერება ნაფტიფინი, რომლის სამმაგი მოქმედებით, სტიბერილი არა მხოლოდ ანადგურებს სოკოს, არამედ გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. შესაბამისად, ისეთი დისკომფორტი როგორიცაა: ქავილი, სიწითლე და წვის შეგრძნეება სწრაფად მცირდება.

გარდა ამისა, სტიბერილის ხსნარს აქვს მაღალი შეღწევადობის უნარი. ფრჩხილის ზედაპირზე დაწვეთებისთანავე იგი აღწევს მის ყველაზე ღრმა შრეებში, იქ, სადაც ინფექციაა ფესვგადგმული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონიქომიკოზის დროს, რადგან სოკო ხშირად ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ იმალება. სტიბერილის გამოყენება, ასევე მარტივია, სპეციალური საწვეთურის დახმარებით, ხსნარი დაზიანებულ ფრჩხილზე დღეში ორჯერ, დილით და საღამოს უნდა დაიტანოთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრჩხილის სოკოს მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი და პრაქტიკული არჩევანი. სტიბერილი ამ მხრივ ხელსაყრელია, მით უმეტეს, რომ PSP-ში მოქმედებს 1+1 აქცია. გახსოვდეთ, რომ სრულყოფილი შედეგისთვის და რეციდივების თავიდან ასაცილებლად, მკურნალობის გაგრძელება სიმპტომების გაქრობიდან მომდევნო 2 კვირის განმავლობაშია რეკომენდებული.
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
(R)