1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “როდესაც რამე ხდება, ინფორმაცია მაშინვე უნდა მივიღო, დაგვანახეთ, რომ ადგილზე ხართ”-ჯოზეფ ბორელი
“როდესაც რამე ხდება, ინფორმაცია მაშინვე უნდა მივიღო, დაგვანახეთ, რომ ადგილზე ხართ”-ჯოზეფ ბორელი

“როდესაც რამე ხდება, ინფორმაცია მაშინვე უნდა მივიღო, დაგვანახეთ, რომ ადგილზე ხართ”-ჯოზეფ ბორელი

256
0

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ევროკავშირის ელჩებს აკრიტიკებს.

ამის შესახებ განცხადება ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე გააკეთა.

როგორც „ევროაქტივი“ წერს, ბორელმა მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნებში მივლენილ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელ პირებს, უფრო სწრაფად მიაწოდონ ინფორმაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყებას.

მისივე თქმით, დიპლომატიური მისიები ხშირად ძალიან ნება რეაგირებენ ადგილზე მიმდინარე მოვლენებზე.

„მე მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში. მე მინდა ინფორმაცია თქვენგან და არა ჟურნალისტებისგან“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა მოუწოდა დიპლომატებს 24-საათიანი რეჟიმში იმუშაონ.

„რაიმე როცა ხდება, ინფორმაცია მაშინვე უნდა მივიღო. არ მინდა, გავაგრძელო გაზეთებში იმის კითხვა, რომ რაღაც მოხდა ისე, რომ ჩვენს დელეგაციას არაფერი უთქვამს. თუ არ გაქვთ ინფორმაცია სრულად პირველ საათებში, უბრალოდ დაგვანახეთ, რომ ადგილზე ხართ“, – განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.