1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

515
0

ვერძი

ამ დღეს ჯობია, თქვენს ინტუიციას დაუჯეროთ და არა ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი აზრი თავზე მოგახვიონ! თუ სხვისი ჭკუით ცხოვრებას ამჯობინებთ, ოჯახში ჩხუბი და კონფლიქტი გარდაუვალია.

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა იდეალურად აეწყო და მისი გაფუჭება მხოლოდ თქვენს დაუფიქრებელ ქცევას შეუძლია. ხელმძღვანელობასთან საუბრის დროს, ემოციები აკონტროლეთ, რათა ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ. საუკეთესო დროა ფინანსური მიზნების გადასახედად და გრძელვადიან ინვესტიციებზე ფიქრისთვის. გაუფრთხილდით სახსრებს, მოერიდეთ ორპირ ქარს და ზედმეტი სამუშაოთი ნუ გადაიტვირთებით.

კურო

ყურადღებით იყავით – შესაძლოა, ვინმემ თქვენი პროფესიული მიღწევები პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს! ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნათესავები მოინახულოთ — მათგან ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ და საღამოს სასიამოვნო საუბარში გაატარებთ.

დღის პირველი ნახევარი იღბლიანი იქნება – შესაძლოა პარტნიორი დაგეხმაროთ ან ბედმა გაგიღიმოთ. წარმატების მისაღწევად სხვების აზრი უნდა გაითვალისწინოთ და კოლეგების საქმიანი თვისებები აღიაროთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია ხალხმრავლობას გაერიდოთ და განმარტოვდეთ. ეს თქვენს ენერგიას გააძლიერებს და მოდუნებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ენერგიითა და სიცოცხლის ხალისით ხართ სავსე, რაც გარშემომყოფებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობაში სირთულეები წარმოიშვას, თუმცა უფროსი ნათესავების დახმარებით კომპრომისის პოვნას შეძლებთ.

დღევანდელი სამოქმედო გეგმა მკაფიოდ და დაწვრილებით შეადგინეთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ შემთხვევითმა გარემოებებმა შეიძლება გეგმის შეცვლა გაიძულოთ.

შინაგანი რესურსების შემცირების გამო, გადაღლა და სარისკო ქმედებები არასასურველია. საღამოს ეცადეთ ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურიან წვეულებებს მოერიდოთ. კარგი იქნება თუ საღამოს სახლთან ახლოს, ბუნებაში გაისეირნებთ და მზის ჩასვლით დატკბებით.

კირჩხიბი

შეგიძლიათ მუშაობა ცოტა ხნით დაივიწყოთ – ეს საღამო იდეალურია რომანტიკული ნაცნობობისა და პაემნებისთვის. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების ნუ შეგეშინდებათ, მაგრამ ნურც ოჯახის წევრების რჩევებსაც უგულებელყოფთ.

მეგობრებთან შეხვედრა ბევრ დადებით ემოციას მოგიტანთ. წინ რთული ამოცანები გელით, რომელთა შესრულება თქვენი ყველა ცოდნისა და უნარისა მობილიზებას მოითხოვს. საინტერესო შეთავაზება არ გამოტოვოთ, რომლითაც დღეს ნაცნობი ადამიანი მოგმართავთ —მალე დიდი ფულის გამომუშავების შანსი გაგიჩნდებათ. დატვირთული დღის შემდეგ ფეხებში სიმძიმისა და შეშუპების მოსახსნელად კონტრასტული შხაპი მიიღეთ.

ლომი

ეცადეთ, საყვარელი ადამიანის საჭიროებებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. დღის მეორე ნახევარში ბევრი საყოფაცხოვრებო საქმე გამოგიჩნდებათ და ეცადეთ, ოჯახის წევრები დაიხმაროთ. გამორიცხული არ არის, რომ მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი მეგობარი გამოჩნდეს, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გახდება.

შეიძლება ფულის შოვნის მოულოდნელი შანსი მოგეცეთ და ეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ. ეს დღე მძიმე შრომისა და ფიზიკური დატვირთვისთვის არ გამოდგება. თუ პასიური დასვენების საშუალება გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ.

ქალწული

ამ დღეს თქვენი მომხიბვლელობა და მიმზიდველობა გულგრილს არავის დატოვებს. ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ.

ეს დღე მნიშვნელოვანი საქმის დაწყების, პროფესიული და შემოქმედებითი საქმიანობის, სიყვარულისა და სახლის კეთილმოწყობისთვის ხელსაყრელია. თავი შორს დაიჭირეთ ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და ეცადეთ, გარშემო თანამოაზრეების გუნდი შემოიკრიბოთ.

შესაძლებელია, თქვენს ოჯახში შინაური ცხოველი გაჩნდეს, რომელიც თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. ნერვულმა დაძაბულობამ შეიძლება ძილის ხარისხზე იმოქმედოს, ამიტომ ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალება მიიღეთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა რომანტიკული შეხვედრებისა და სიურპრიზებისთვის. არაკეთილსინდისიერი ადამიანები ცდილობენ, არასწორი გადაწყვეტილებისკენ გიბიძგონ და ამას უნდა შეეწინააღმდეგოთ.

სავარაუდოდ, სამსახურში ხელშეკრულებებსა და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა მოგიწევთ — ყველაფერი ყურადღებით გადაიკითხეთ, რათა ზედმეტი ვალდებულებები არ აიღოთ. იუპიტერისა და სატურნის განლაგება შეცდომებისკენ გიბიძგებთ, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ.

დროა, ფიტნესზე ან აუზზე სიარული დაიწყოთ, განსაკუთრებით თუ მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებთ.

მორიელი

მარტოხელა მორიელებს ვარსკვლავები რომანტიკულ შეხვედრებსა და ბედნიერ მომავალს გპირდებიან. ოჯახში თქვენი ავტორიტეტი საგრძნობლად გაიზრდება, თუ ნათესავების იდეებსა და წინადადებებს მეტი ყურადღებით მოეკიდებით. ამ დღეს არაკეთილმოსურნეების ცილისწამების ან საკუთარი სიჯიუტის გამო შეიძლება თქვენი სულიერი წონასწორობა დაირღვეს.

მოულოდნელად თავზე დამტყდარ ვალდებულებებზე ბევრი დრო და ენერგია დაგეხარჯებათ. მსხვილი შენაძენები სამომავლოდ გადადეთ, თორემ შეიძლება ფულის დახარჯვა ინანოთ. თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, ჯანმრთელობის მცირე დისკომფორტი შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს.

მშვილდოსანი

დაფიქრდით, იქნებ მარტო იმიტომ ხართ, რომ ადამიანებისგან ზედმეტად ბევრს ითხოვთ? თუ ასეა, ეცადეთ შეიცვალოთ და პატიება ისწავლოთ. ურთიერთგაგების მიღწევა იოლი არ იქნება და ვიღაცას კომპრომისზე წასვლა მოუწევთ.

საქმის ხვალისთვის გადადების ჩვევამ შეიძლება სამსახურში პრობლემები შეგიქმნათ და ფინანსურად დაგაზარალოთ. კოლეგები შეეცდებიან, რომ „მახე დაგიგონ“, თუმცა უსიამოვნო შედეგების თავიდან აცილებას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარი ახლობლებს დაუთმეთ — წადით კინოში ან ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ვირუსიანებს მოერიდეთ.

თხის რქა

ამ დღეს შეიძლება პრობლემას იქ შეეჩეხოთ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდით. სახლში გარემოს შეცვლა ნამდვილად არ გაწყენდათ — ფენ-შუის მიხედვით, ინტერიერის პერიოდული განახლება აუცილებელია. მოგებიანი გარიგებების წყალობით სამსახურებრივი კავშირების გამყარებას შეძლებთ.

დღეს გექნებათ შანსი, რომ ხარისხიანი ნივთი ფასდაკლებით შეიძინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ სილამაზის სალონებს მოერიდოთ – სავარაუდოდ, ამ დღეს კოსმეტოლოგებისა და სტილისტების მუშაობით უკმაყოფილო დარჩებით.

მერწყული

გარშემომყოფებს თქვენი შემოქმედებითი იდეები აღაფრთოვანებთ. ოჯახური ცხოვრება მშვიდი და სტაბილურია, ამიტომ ვარსკვლავებისგან განსაკუთრებულს ნურაფერს ელით — სიმშვიდე მუდმივ აყალმაყალს ნამდვილად სჯობს. მოვლენებს თვალი ადევნეთ და ეცადეთ, თქვენი წინდაუხედავი ქცევით ზედმეტი პრობლემები არ მიიზიდოთ – მოერიდეთ ნაცნობებზე ჭორაობას და სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ.

ხელსაყრელი დროა მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად და დიეტის დასაწყებად. საღამოს, სუფთა ჰაერზე სეირნობა თქვენს მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

თევზები

ენდეთ პარტნიორს, მაგრამ საკუთარი ილუზიების ტყვედ ნუ იქცევით. შესაძლოა ბოლო დროს ოჯახში გაუგებრობებს შეეჯახოთ, მაგრამ გულწრფელი საუბარი გამოსავალს მალე გაპოვნინებთ. მერკურის გავლენა ახლა წინააღმდეგობრივია, ამიტომ მთავარია, საკუთარი ძალები სწორად გათვალოთ და მხრებზე აუტანელი ტვირთი არ აიკიდოთ.

ბედს ზედმეტად ნუ გამოცდით, თორემ შეიძლება უსიამოვნებები მიიზიდოთ. გირჩევთ, მენიუ ბოსტნეულის სალათებით გაამდიდროთ, ცომეულისა და ნახევარფაბრიკატებისგან კი თავი შეიკავეთ — თქვენი კუჭი ასეთი საკვების წინააღმდეგი იქნება.