1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უენერგიობა, შფოთვა, ძილის პრობლემები, კუნთების სპაზმი და გაღიზიანებადობა – რა სიგნალებს გვიგზავნის ორგანიზმი?
უენერგიობა, შფოთვა, ძილის პრობლემები, კუნთების სპაზმი და გაღიზიანებადობა – რა სიგნალებს გვიგზავნის ორგანიზმი?

უენერგიობა, შფოთვა, ძილის პრობლემები, კუნთების სპაზმი და გაღიზიანებადობა – რა სიგნალებს გვიგზავნის ორგანიზმი?

150
0

უენერგიობა, შფოთვა, გაღიზიანებადობა, კუნთების კრამპები და ძილის პრობლემები იმდენად ხშირად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ მათ უმეტეს შემთხვევაში გადატვირთულ გრაფიკს, ქრონიკულ სტრესს ან უძილო ღამეებს ვაბრალებთ. თუმცა, როდესაც მსგავსი ჩივილები სისტემატურად მეორდება და ენერგიის დეფიციტი მუდმივ მდგომარეობად იქცევა, მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, ხომ არ გვიგზავნის ორგანიზმი სიგნალს, რომ მას სასიცოცხლო პროცესებისთვის აუცილებელი მინერალი ან მიკროელემენტი აკლია?

ხშირად ვცდილობთ, ამ მდგომარეობას დასვენებით, შვებულებით ან ყავის ჭარბი რაოდენობით გავუმკლავდეთ, თუმცა მიღებული ეფექტი უმეტესად ხანმოკლეა. ეს იმიტომ ხდება, რომ პრობლემის სათავე არა მხოლოდ ფიზიკურ გადაღლაში, არამედ იმ უხილავ ბიოქიმიურ დისბალანსშია, რომელიც ჩვენს სხეულში მიმდინარეობს. როდესაც შინაგანი რესურსები იწურება, ორგანიზმი გარკვეულ სიგნალებს გვიგზავნის, ხან თვალის უნებლიე თამაშით, ხანაც უმიზეზო შფოთვისა და დაძაბულობის შეგრძნებით, რაც საბოლოოდ ცხოვრების ხარისხის საგრძნობ გაუარესებას იწვევს.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ორგანიზმისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აუცილებელ მინერალზე – მაგნიუმზე. მინერალები არაორგანული ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისინი მონაწილეობენ უჯრედულ პროცესებში, არეგულირებენ ბიოქიმიურ რეაქციებს და უზრუნველყოფენ ორგანოთა და სისტემების გამართულ მუშაობას. ადამიანის ორგანიზმი მათ თავად ვერ წარმოქმნის, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება საკვებიდან ან დამატებითი წყაროებიდან. მაგნიუმი ბიოქიმიური ბალანსის ერთ-ერთი მთავარი რეგულატორია, რომელიც ორგანიზმში ასობით ფერმენტულ პროცესში მონაწილეობს და ენერგიის წარმოქმნიდან ნერვული იმპულსების გადაცემამდე უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ასრულებს. ის ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, არეგულირებს გულის რიტმს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებაში.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ მაგნიუმის როლი მხოლოდ დაღლილობას არ უკავშირდება. ის გავლენას ახდენს ჩვენს ემოციურ ფონზე, კონცენტრაციის უნარზე, ძილის ხარისხზე და ზოგადად ორგანიზმის ამტანობაზე სტრესის მიმართ. ამიტომაც, როდესაც ეს ბალანსი ირღვევა, ცვლილებებს ვგრძნობთ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოემოციურ დონეზე.

მაგნიუმის საკმარისი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში და ბავშვთა ასაკში, როდესაც ორგანიზმი აქტიური განვითარებისა და ფიზიოლოგიური ცვლილებების ეტაპს გადის. ორსულობის დროს მაგნიუმი მონაწილეობს კუნთოვანი ქსოვილის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის სტაბილურობას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც დედის, ისე ნაყოფის ნორმალური განვითარების პროცესში. ბავშვებში კი ეს მინერალი აუცილებელია ძვლებისა და კუნთების განვითარებისთვის, ენერგეტიკული პროცესებისთვის და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ, ზრდისა და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მნიშვნელოვანია ორგანიზმმა მიიღოს მაგნიუმის საკმარისი რაოდენობა, რათა ფიზიოლოგიური პროცესები სრულფასოვნად მიმდინარეობდეს.

აქტიური ცხოვრების წესისა და რეგულარული ვარჯიშის პირობებში ორგანიზმის მოთხოვნა მაგნიუმზე კიდევ უფრო იზრდება. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს და ოფლის გზით უფრო მეტ მინერალს, მათ შორის მაგნიუმსაც, კარგავს. შედეგად, კუნთები უფრო ადვილად იჭიმება, ჩნდება კრამპები, აღდგენის პროცესი ნელდება და ფიზიკური გადაღლა უფრო სწრაფად იჩენს თავს.

მაგნიუმის დეფიციტი მხოლოდ კონკრეტული ასაკის ან ცხოვრების წესის მქონე ადამიანების პრობლემა არ არის და შეიძლება განვითარდეს როგორც ასაკოვან ისე ახალგაზრდა პირებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორგანიზმი ფიზიკური, გონებრივი ან ემოციური დატვირთვის ქვეშ იმყოფება. 

ჩვენი ორგანიზმი მუდმივად ისწრაფვის შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებისკენ, თუმცა როდესაც ფიზიკური თუ ემოციური დატვირთვა პიკს აღწევს სტრესის, ინტენსიური ვარჯიშის, ჰორმონალური ცვლილებების ან ქრონიკული პროცესების ფონზე, სხეულის შინაგანი რეზერვები იწურება. ასეთ პირობებში ბუნებრივი კომპენსატორული მექანიზმები ხშირად საკმარისი აღარ არის. აუცილებელი ხდება მიზანმიმართული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტებით, რომლებიც დაეხმარება ორგანიზმს დანაკლისის შევსებაში, ბალანსის აღდგენასა და ბიოლოგიური ფუნქციების სრულფასოვან შესრულებაში. სწორედ ასეთ მხარდაჭერას უზრუნველყოფს გერმანული ხარისხის სტანდარტით შექმნილი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი ნექს, რომელიც აერთიანებს მაგნიუმსა და ვიტამინ B6-ს.

400 მგ მაგნიუმი სრულად ფარავს ზრდასრული ადამიანის დღიურ მოთხოვნილებას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას, კუნთების მოდუნებასა და ენერგიის ეფექტურ გამომუშავებას. ფორმულაში დამატებული ვიტამინი B6 აუმჯობესებს მაგნიუმის ბიოშეღწევადობას, რაც უზრუნველყოფს მინერალის სწრაფ ათვისებასა და უჯრედულ დონეზე შენარჩუნებას. ნექსის მხოლოდ ერთი ტაბლეტის მიღება დღეში საკმარისია იმისთვის, რომ დავეხმაროთ საკუთარ სხეულს რესურსების აღდგენაში.

შინაგანი ბალანსის შენარჩუნება წარმოადგენს ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის საფუძველს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად მოვუსმინოთ ორგანიზმის სიგნალებს და მივაწოდოთ მას ის მხარდაჭერა, რომელიც დაეხმარება ბუნებრივი რიტმისა და სიცოცხლისუნარიანობის დაბრუნებაში.

(R)