აშშ-ს საუდის არაბეთიდან დიპლომატების დიდი ნაწილი გაჰყავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განკარგულებით, ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე საუდის არაბეთში ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის დიდმა ნაწილმა ქვეყანა უნდა დატოვოს. საუბარია აშშ-ის საელჩოს იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც გადაუდებელი და აუცილებელად შესასრულებელი მისია არ აკისრიათ, ასევე ამერკელი დიპლომატების ოჯახის წევრებზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე, კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გაემგზავრონ საუდის არაბეთში. ამის მიზეზად დასახელდა „ამერიკულ ინტერებზე ირანული სარაკეტო და უპილოტოების იერიშების რისკი, შეიარაღებული კონფლიქტი, ტერორიზმი, ასევე შეზღუდვები, რომელებიც ადგილობრივმა მთავრობამ, შესაძლოა, დააწესოს ქვეყნიდან გამგზავრებაზე, აქტივობაზე და სოციალურ ქსელებზე”.
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ საუდის არაბეთი არაერთხელ გახდა თეირანის საპასუხო იერიშების სამიზნე. 3 მარტს ერ რიადში მდებარე აშშ-ის საელჩოს შენობაზე დრონებით თავდასხმა განხორცილდა. „ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, შედეგად საელჩოს შენობა დაზიანდა. კერძოდ, ჩამოინგრა სახურავის ნაწილი, შენობის შიგნით გაჩნდა ხანძარი. ამერიკელებს ურჩიეს, თავშესაფარში გადავიდნენ და დიპლომატიურ მისიაში მისვლისგან თავი შეიკავონ.
საუდის არაბეთის გარდა ირანმა იერიში ასევე მიიტანა აშშ-ის საელჩოზე ბაჰრეინში, ქუვეითში და ერაყში.