1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ლის ტრასი, უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გამო, ნატო-ს ლიდერების შეხვედრას მოითხოვს
ლის ტრასი, უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გამო, ნატო-ს ლიდერების შეხვედრას მოითხოვს

ლის ტრასი, უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გამო, ნატო-ს ლიდერების შეხვედრას მოითხოვს

294
0

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი „დიდი შვიდეულის“ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ჯგუფის ლიდერებს მოუწოდებს, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა განაგრძონ და ნატო-ს ლიდერების საგანგებო შეხვედრას მოითხოვს, – Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ „დაუნინგ სთრითი“ იუწყება.

ამასთან, ბრიტანეთის პრემიერი შეხვედრაზე განაცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს.

„არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად და ჩვენი მხრივ, იოტისოდენაც არ უნდა ვიყოყმანოთ, რომ მათ გამარჯვებაში დავეხმაროთ“, – განაცხადებს ლიზ ტრასი „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე.

“დიდი შვიდეულის“ შეხვედრის გამართვის გადაწყვეტილება გუშინ, უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ მიიღეს. შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლაც იგეგმება.