1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევა
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევა

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევა

220
0

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, ნიგერიის, კუბის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, ირანის, მოლდოვას, სუდანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის – ჯამში 57 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.