1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

863
0

ვერძი

ამ დღეს ვერძი შეუდარებლად მომხიბვლელი და თავდაჯერებულია. ქარიზმა მას პროფესიულ საქმიანობასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ეხმარება. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. თუ ადამიანებმა „ზემოდან ყურებაში“ შეგნიშნეს, თქვენი უპირატესობა პირველი თოვლივით გაქრება და უპატიებელ ნაკლად გადაიქცევა.

კურო

კურო ამ დღეს განსაკუთრებულად მიმზიდველია და გამუდმებით გარშემო მყოფთა ყურადღებას იქცევს. ამისათვის მას რაიმე განსაკუთრებული თქმა ან გაკეთება არ სჭირდება – მისი დუმილი შეიძლება სიტყვებზე უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი იყოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს უპირატესობა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ.

ტყუპები

შესანიშნავი დღეა „კომფორტის ზონიდან“ გამოსვლისა და ახალი ემოციებისთვის. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა სცადოთ.

კირჩხიბი

მთელი დღის მანძილზე უკმაყოფილებას განიცდით. განსაკუთრებით გარშემომყოფთა არაორგანიზებულობა და გეგმების დარღვევა გაგაღიზიანებთ. შეიძლება, დაძაბულობის განმუხტვისთვის ძლიერი ემოციური აფეთქებაც მოგიწიოთ.

ლომი

ამ დღეს ლომის ყველა წარმატებული აზრი და პროექტი სხვა ადამიანებს უკავშირდება. ყველა მოვლენის ცენტრში ყოფნა და ყველა ინფორმაციისა ცოდნა – ეს ლომის წარმატების გასაღებია! სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი კომუნიკაბელურობის, მომხიბვლელობისა და ენერგიულობის წყალობით ერთდროულად რამდენიმე ძალიან სასარგებლო კონტაქტი დაამყაროთ. ეცადეთ, საკუთარი უპირატესობა გამოიყენოთ და მოხიბლოთ ყველა, ვისი მოხიბვლაც გსურთ.

ქალწული

ქალწულებო ფრთხილად! შესაძლოა, კონფლიქტის ცენტრში აღმოჩნდეთ! ამ დღეს საბრძოლო ხასიათზე ხართ და მწვავედ რეაგირებთ ყველაფერზე, რაც თქვენ გარშემო ხდება. რაღაც ისეთი რომ არ გააკეთოთ, რასაც მოგვიანებით ინანებთ, ეცადეთ, საკუთარი ენერგია რამე სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ.

სასწორი

ამ დღეს სასწორის განწყობა მარტის ამინდივით სწრაფად იცვლება. ბრაზი, სიხარული, გულგრილობა, თანაგრძნობა ერთმანეთს ცვლის და გონზე მოსვლას ვერ ასწრებთ. საკუთარი გრძნობების მარიონეტად რომ არ იქცეთ, ეცადეთ ემოციების კონტროლი სცადოთ.

მორიელი

შესაძლოა, მთელი დღე სისულელეებზე დახარჯოთ, თუმცა ახლა სისულელედ არ მიგაჩნიათ. პლანეტების განლაგება ნებისმიერი მოვლენის გაზვიადებისკენ, ანუ ბუზის სპილოდ ქცევისკენ განგაწყობთ! ეს მუშაობის დროს ცუდი არაა, თუმცა ურთიერთობებში ადამიანებს ძალიან აღიზიანებს. ეცადეთ, მოვლენებს იუმორით შეხედოთ, თორემ ძლიერი ემოციები შიგნიდან „დაგანგრევთ“.

მშვილდოსანი

მზად იყავით იმისთვის, რომ გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევთ. ამ ადამიანებს შორის შეიძლება ისეთებიც იყვნენ, ვისზეც თქვენი მომავალი ცხოვრება და კარიერაა დამოკიდებული. ეცადეთ, მათ დასანახად თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეთ – ეს მიგიყვანთ წარმატებამდე.

თხის რქა

ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ვინმე არ გაანაწყენოთ! ამ დღეს ყველაფერი გაღიზიანებთ და არსებული კონფლიქტის მაქსიმალურ გამწვავებას და „მტკივნეულ ადგილზე ფეხის დაჭერას“ ცდილობთ. საინტერესოა, ასეთი გამარჯვება სიამოვნებას განიჭებთ?

მერწყული

ამ დღეს იგრძნობთ, რომ ძველი მოგბეზრდათ და, დროეწბით მაინც, ახალი ემოციები გჭირდებათ. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ეცადეთ, ჩვეულ ჩარჩოებს გასცდეთ. თუნდაც ეს მხოლოდ უცნობ ქუჩაზე გასეირნება, ახალი წიგნის წაკითხვა ან მენიუში ახალი კერძი იყოს – დაგვიჯერეთ, ღირს!

თევზი

ამ დღეს ფულის ხარჯვის და ხელგაშლილობის სურვილი გაგიჩნდებათ – განსაკუთრებით, შინაური ადამიანების სიამოვნებისთვის. შეგიძლიათ, გულის კარნახს მიჰყვეთ, თუმცა – მხოლოდ გონიერების ფარგლებში.