1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სააკაშვილი და წინა ხაზი, თანაც ავტომატით და ჯავშანჟილეტით, ახალი ანეკდოტია” – ამირან სალუქვაძე
“სააკაშვილი და წინა ხაზი, თანაც ავტომატით და ჯავშანჟილეტით, ახალი ანეკდოტია” – ამირან სალუქვაძე

“სააკაშვილი და წინა ხაზი, თანაც ავტომატით და ჯავშანჟილეტით, ახალი ანეკდოტია” – ამირან სალუქვაძე

213
0

“სააკაშვილი და წინა ხაზი, თანაც ავტომატით და ჯავშანჟილეტით, ახალ ანეკდოტია- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე  ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის განცხადებას: “ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით”.

“სააკაშვილი და წინა ხაზი, თანაც ავტომატით და ჯავშანჟილეტით, ახალ ანეკდოტია.

ნანახი გვაქვს ეს სურათი, ოღონდ დილეტანტებით სავსე დაცვით და ჯიპებით, მიტოვებული ბავშვებით. დაბომბვა თუ ეგონათ და დაფრთხენ, ჯიპების კოლონით სად გარბოდნენ?! დასაჭერები იყვნენ, ვინც იქ უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს, ამის სპრინტერობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

მსოფლიოში იმდენად დიდი მასშტაბის ამბები ხდება, თქვენი შიდა პოლიტიკა რა ფეხებად მაინტერესებსო?!

ჩვენ ხომ სულ მოუთმენლად ველით ხოლმე მის მოსაზრებებს.

როცა პრეზიდენტი იყავი და გარემოცვასთან ერთად, კეზერაშვილი მხოლოდ ნაწილია, ბიუჯეტს რომ ხრავდით, მაშინ გაინტერესებდა?

ასეთ სისულელეებს რომ წერს, ვინმემ ინტერვიუ ჩამოართვა, შიდა პოლიტიკაზე რას გვეტყვითო, თუ რას იფურთხება საქართველოს მისამართით?! – წერს ამირან სალუქვაძე.

საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელი გამოეხმაურა. “ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით”- წერს მიხეილ სააკაშვილი.