1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ბავშვზე მოძალადე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი…”-რას წერს ნოდარ ბასილაშვილი
“ბავშვზე მოძალადე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი…”-რას წერს ნოდარ ბასილაშვილი

“ბავშვზე მოძალადე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი…”-რას წერს ნოდარ ბასილაშვილი

1.72K
0

ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა, ნოდარ ბასილაშვილი ანა აბაშიძის სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენას აპროტესტებს.

“ბავშვზე მოძალადე ადამიანი როგორ შეიძლება იყოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არის ის, რომ ბავშვმა არ უნდა ნახოს და არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი მშობელ მამასთან? ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე? უფლებადამცველი ანა აბაშიძე, ეს არის ქალბატონი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ბავშვის მიმართ, ყველაფერი გააკეთა ისე, რომ ნიკა ბასილაშვილს აუკრძალეს შვილის ნახვა უკვე მეოთხე წელია. იძალადეს ბავშვზე, აიძულეს ხუთი წლის ბავშვს ელაპარაკა მოგონილ, ტყუილ ამბებზე და ეს ყველაფერი ჩაიწერეს ვიდეოზე. ნუთუ ეს დანაშაული არ არის? და ამ ქალბატონს ჰქვია უფლებადამცველი”, – წერს ნოდარ ბასილაშვილი “ფეისბუქზე”.

 

 ანა აბაშიძე ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის უფლებებს იცავს.