1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით”- მიხეილ სააკაშვილი
“ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით”- მიხეილ სააკაშვილი

“ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით”- მიხეილ სააკაშვილი

668
0

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა იდგეს ჯავშანჟილეტით და ავტომატით.

როგორც სააკაშვილის მორიგ მიმართვაშია ნათქვამი, ვალდებულია იყოს იქ, სადაც წყდება უკრაინის და საქართველოს ბედი.

„ტყვეობის 365 დღე.

ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი, სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მინდა დავსვა კითხვა – როგორ არის შესაძლებელი, რომ თანამედროვე არმიის შემქმნელი ამ დიდ ბრძოლას თვალს ვადევნებ ციხიდან? სხვა თუ არაფერი, ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით. ვალდებული ვარ, როგორც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირთა წრის წარმომადგენელი და როგორც უკრაინის რიგითი მოქალაქე, როგორც საქართველოს პატრიოტი, ვიყო იქ, სადაც წყდება უკრაინის და საქართველოს ბედი.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!…ამას ვამბობ, როგორც მთავარსარდალი, რომელმაც პირველად ვიწვნიე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა და გადავარჩინე მაშინ თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა.

საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში, სადაც მეც მიცნობენ და იცნობენ ჩემს ბრძოლას რუსეთთან. თავისუფლება, ან სიკვდილი!“ – წერს სააკაშვილი.