1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ზელენსკიმ კავკასიაში, ციმბირსა და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ერებს მოუწოდა, იბრძოლონ თავისუფლებისთვის
ზელენსკიმ კავკასიაში, ციმბირსა და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ერებს მოუწოდა, იბრძოლონ თავისუფლებისთვის

ზელენსკიმ კავკასიაში, ციმბირსა და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ერებს მოუწოდა, იბრძოლონ თავისუფლებისთვის

428
0

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კავკასიაში, ციმბირსა და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ერებს მოუწოდა, იბრძოლონ თავისუფლებისთვის, რადგან ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება მობილიზაციის პირველ ტალღაზე. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„კავკასიელო ხალხო, რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებო ყველა ერო – თქვენ არ გაქვთ მიზეზი, იყოთ იმ მრავალთა შორის, ვინც ჯერ კიდევ ემსახურება მას, ერთადერთს, ვისაც ეს ომი უნდა. უკრაინაში არ უნდა დაიღუპოთ. თქვენი ვაჟები არ უნდა დაიღუპონ უკრაინაში. თქვენ არ გაქვთ ასეთი ვალდებულება, არც თქვენი მამების წინაშე, არც თქვენი შვილების წინაშე, არც თქვენი მომავლის წინაშე, არც თქვენი ქვეყნის მომავლის წინაშე და თქვენ ეს იცით. ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ კრიმინალურ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას სურს, გადაფაროს მათი წარუმატებლობა, მათი არმიის წარუმატებლობა, მათი კრიმინალური ბრძანებები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა არ დანებდება და გააგრძელებს ბრძოლას, რადგან იბრძვის საკუთარი მიწისა და სიმართლისთვის. მან აღნიშნა, რომ რუსეთი დარჩა მარტო და იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან. ამასთან, ზელენსკიმ მიმართვისას იმამ შამილის სიტყვები მოიშველია.

„ყოველი, ვინც იარაღს აღმართავს ჭეშმარიტების წინააღმდეგ, აღმართავს მას თავის დასაღუპად! როგორც ჩანს, კრემლში არ იციან იმამ შამილის ეს სიტყვები. მაგრამ ეს სიტყვები უნდა იცოდნენ კავკასიაში. უნდა გაიგონონ ციმბირში და ყველა სხვა ადგილას, საიდანაც ხალხი იგზავნება ამ ომში. იბრძოლეთ, რათა არ დაიღუპოთ. დაიცავით თქვენი თავისუფლება ქუჩებსა და მოედნებზე, რათა მოგვიანებით არ მოგიწიოთ ბრძოლა მთებსა და ტყეებში უბრალოდ თქვენი სიცოცხლის უფლების დასაცავად. ერთი ადამიანი, ვინც ეს ომი წამოიწყო, მობილიზაციის პირველ ტალღაზე არ გაჩერდება. იქნება კიდევ. მას არ აინტერესებს ხალხი. ის არ სცემს პატივს არც ცოცხალს და არც დაღუპულს“, – განაცხადა ზელენსკიმ.