1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თუ შეცდომა დაშვებულია, უნდა გამოსწორდეს”-ვლადიმერ პუტინი მობილიზაციაზე
“თუ შეცდომა დაშვებულია, უნდა გამოსწორდეს”-ვლადიმერ პუტინი მობილიზაციაზე

“თუ შეცდომა დაშვებულია, უნდა გამოსწორდეს”-ვლადიმერ პუტინი მობილიზაციაზე

716
0

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს დაშვებული ყველა შეცდომის აღმოფხვრა მოითხოვა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია იუწყება.

„სამობილიზაციო ღონისძიებათა მსვლელობისას, მოქალაქეებისგან უამრავი ინფორმაცია შემოდის თავად გაწვევის ორგანიზებაზე, აღჭურვის ხარისხზე, საცხოვრებელ პირობებზე და სხვა საკითხებზე. მათ ბევრი კითხვა უჩნდებათ. ყველა შეცდომა უნდა გამოვასწოროთ და თავიდან ავიცილოთ სამომავალოდ“, – განაცხადა კრემლის მეთაურმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას.

„აუცილებელია თითოეულ ასეთ შემთხვევის ცალ-ცალკე განხილვა და თუ შეცდომა დაშვებულია, ის უნდა გამოსწორდეს – სახლში დაბრუნდნენ ისინი, ვინც გამოიძახეს სათანადო მიზეზის გარეშე“, – ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

მან მოითხოვა მობილიზაციის დროს დაშვებულ შეცდომებთან დეტალურად და საფუძვლიანად გამკლავება.

დღესვე პუტინმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ გაწვევას ექვემდებარებიან მხოლოდ ის რუსები, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს; სამხედრო ნაწილში გამგზავრების წინ კი, მათ დამატებითი მომზადება უნდა გაიარონ და ეს მოთხოვნა მკაცრად უნდა შესრულდეს.

„ვიმეორებ, გაწვევას ექვემდებარებიან მოქალაქეები, რომლებიც თადარიგში არიან და უპირველესად, ვინც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, გააჩნია მოთხოვნადი სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება“ – აღნიშნა პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას.