1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უვიზო მიმოსვლის შეჩერების არც საფუძველი და არც მოლოდინი გვაქვს-ლევან მახაშვილი
უვიზო მიმოსვლის შეჩერების არც საფუძველი და არც მოლოდინი გვაქვს-ლევან მახაშვილი

უვიზო მიმოსვლის შეჩერების არც საფუძველი და არც მოლოდინი გვაქვს-ლევან მახაშვილი

196
0

მიმოსვლა პოლიტიკური შანტაჟის იარაღია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მახაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ არის გაცხოველებული სურვილი, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს.

„ცალკეული ჯგუფებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას შედეგები ვერ ექნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებისთვის თემა არ არსებობს, რაც ეროვნული ინტერესების დაცვაში შანტაჟის საგანი იქნება. ოპოზიცია ამას აცნობიერებს და ითხოვს, უვიზო მიმოსვლა სრულიად მოსახლეობას შეუჩერდეს. ვერ აცნობიერებენ ან ამ გზაზე შეგნებულად მიდიან, რომ მოსახლეობას და ქვეყანას საკუთარი ინტერესებისთვის სწირავენ. დღეს ვინმე თუ მომხრეა, რომ უვიზო მიმოსვლა გაჩერდეს, ეს ოპოზიციაა. ამის არა მხოლოდ მომხრე არიან, არამედ ევროპის დედაქალაქებში ჩადიან და კამპანიას აწარმოებენ, რომ ეს საკითხი მთლიანად დაზიანდეს. რაც ვიცით, არის ის, რომ არ არის ერთსულოვნება იმ საკითხზე, რომ უვიზო მიმოსვლა მთლიანად მოსახლეობას შეუჩერდეს. ამის არც საფუძვლები არსებობს და ბევრ ევროპულ დედაქალაქს მიაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯი არ არის. ეს იქნება პანდორას ყუთის გახსნა, რასაც შეიძლება, სხვა ქვეყნებზე დომინოს ეფექტი ჰქონდეს. უვიზო მიმოსვლის შეჩერების არც საფუძველი და არც მოლოდინი გვაქვს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.