ბრიტანული ფუნტი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
405
0
ბრიტანული ფუნტ სტერლინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა გადასახადების მასშტაბური შემცირების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედია წერს, დღეს დილით, აზიის ბირჟებზე ერთმა ფუნტმა – 1.03 აშშ დოლარი შეადგინა, მოგვიანებით კი – 1.06 დოლარამდე გაიზარდა.
ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პარასკევს დაანონსებული 45-მილიარდიანი პაკეტის გარდა, გადასახადების დამატებითი შემცირებაც იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ დოლართან მიმართებით 20-წლიან მინიმუმზე დაეცა ევროს ღირებულებაც, რომელმაც დღის განმავლობაში მინიმალური 0.9568 დოლარი შეადგინა, მოგვიანებით კი, 0.9678 დოლარამდე გაიზარდა.