1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბრიტანული ფუნტი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
ბრიტანული ფუნტი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ბრიტანული ფუნტი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

310
0

ბრიტანული ფუნტ სტერლინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა გადასახადების მასშტაბური შემცირების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დღეს დილით, აზიის ბირჟებზე ერთმა ფუნტმა – 1.03 აშშ დოლარი შეადგინა, მოგვიანებით კი – 1.06 დოლარამდე გაიზარდა.

ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პარასკევს დაანონსებული 45-მილიარდიანი პაკეტის გარდა, გადასახადების დამატებითი შემცირებაც იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ დოლართან მიმართებით 20-წლიან მინიმუმზე დაეცა ევროს ღირებულებაც, რომელმაც დღის განმავლობაში მინიმალური 0.9568 დოლარი შეადგინა, მოგვიანებით კი, 0.9678 დოლარამდე გაიზარდა.