1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მარკო რუბიო სერგეი ლავროვს შეხვდა
მარკო რუბიო სერგეი ლავროვს შეხვდა

მარკო რუბიო სერგეი ლავროვს შეხვდა

0

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის შეხვედრა დასრულდა. ინფორმაციას „ტასი” ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხარეების დღის წესრიგში იყო, რომ მოლაპარაკებებისას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხისთვის დაეთმოთ განსაკუთრებული ყურადღება. როგორც ლავროვმა გუშინ განაცხადა, რუსეთი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონს ჯერ არ უთქვამს უარი იმ წინადადებებზე, რომლებიც ალასკაზე იყო წამოყენებული.

ამასთან, „ტასი” დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის ინიციატორი ამერიკული მხარე იყო.