1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „რა მაინტერესებს, 3 000 ადგილას რომ უნდა დანთებულიყო ცეცხლი, ანთია სადმე? ყველგან ერთად ინთება ერთ კონკრეტულ დღეს თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნახავთ? -ზურაბ ჯაფარიძე
„რა მაინტერესებს, 3 000 ადგილას რომ უნდა დანთებულიყო ცეცხლი, ანთია სადმე? ყველგან ერთად ინთება ერთ კონკრეტულ დღეს თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნახავთ?  -ზურაბ ჯაფარიძე

„რა მაინტერესებს, 3 000 ადგილას რომ უნდა დანთებულიყო ცეცხლი, ანთია სადმე? ყველგან ერთად ინთება ერთ კონკრეტულ დღეს თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნახავთ? -ზურაბ ჯაფარიძე

43
0

ყოველდღიური ბრიფინგები, ხან ოფისიდან, ქუჩიდან,  ტყიდან და ზღვიდან გულს მირევს, მაგრამ მესმის, ყაველაშვილის დაკრულზე ცეკვა ხომ უნდა გამართლდეს რამენაირად, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერილში წერს, რომელიც მისი სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ბრიფინგებზე ისეთი რამის თქმას ცდილობენ, რაც თითქოს აქამდე ქართველის ყურს არ სმენია.

„რა მაინტერესებს, 3 000 ადგილას რომ უნდა დანთებულიყო ცეცხლი, ანთია სადმე? ყველგან ერთად ინთება ერთ კონკრეტულ დღეს თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნახავთ? არ აჩვენებს ჩემთან არც „ტვ პირველი“ და არც „ფორმულა“ (სხვა არ მაქვს) და გარეთ ჩანს ცეცხლი? რად მინდა ეს ტრიბუნასთან ბრიფინგები და ნანგრევების წინ სინქრონები, ცეცხლი სადაც ანთია, ის ადგილები გვანახეთ. იქნებ ჩვენც შემოვკრათ ჯამებს კოვზები. ეს ყოველდღიური ბრიფინგები, ხანდახან დღეში 2-3ჯერ, ხან ოფისიდან, ხან ქუჩიდან, ხან ტყიდან და ხან ზღვიდან, თან ლაივები ორივე არხზე, თითქოს რამე ისეთი უნდა ითქვას, ჯერ რომ არ სმენია ქართველის ყურს, გავიგე.

გულს მირევს, მაგრამ მესმის. ყაველაშვილის დაკრულზე ცეკვა ხომ უნდა გამართლდეს რამენაირად? ამიტომ, აგერ ბატონო, ვმუშაობთ, არ ვზივართ ხელდაკრეფილი, ბრიფინგებს ვაწყობთ და რასაც ისედაც გეუბნებით დღეში 7-ჯერ, ყველა პოლიტიკურ თოქშოუში, აგერ ცალკეც მოგახსენებთ ბრიფინგებზე და მეტი „სიგანგაშისთვის“ ლაივებსაც ვთხოვთ ტელევიზიებს. ამის მეტი რა მინახავს, მაგრამ, ამ ე.წ ახალ სახეებს რომ აყენებთ ბრიფინგზე, რომლებიც ამდენი წელია თვალით არ უნახავს არავის, არსად, არც დაკავებული, არც დაჯარიმებული, არც სამსახურიდან გამოგდებული, ვინმე დებილ „ქოცთან“ შელაპარაკებულიც კი, ნაცემ-ნაწამებზე აღარაფერს ვამბობ, თან შუბლზე რომ საკრებულოს სკამი ახატიათ, და აქეთ რომ გვმოძღვრავენ, როგორ უნდა ებრძოლო თურმე რეჟიმს, აი, მართლა, &*% ხომ არ გაქვთ?“, – ნათქვამია ზურაბ ჯაფარიძის წერილში.