პოლონეთში ქართველმა ნასვამმა მძღოლმა პოლიციას ქრთამი შესთავაზა – დაკავებულია 2 პირი
პოლონეთის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ „ოპელის“ მარკის ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარის გამო გააჩერა. საჭესთან 52 წლის ქართველი მამაკაცი ეჯდა, რომელსაც სალონში თანამემამულე ოთხი მგზავრი ჰყავდა..
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მძღოლი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.ქართველმა მძღოლმა სამართალდამცველებს 200 ზლოტის ოდენობის ქრთამი შესთავაზა.მგზავრების იდენტიფიცირებისას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი პოლონეთში არალეგალურად იმყოფებოდა.პოლიციამ ადგილზევე დააკავა როგორც არაფხიზელი მძღოლი, ასევე არალეგალი მგზავრი.