ქუთაისში “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული პირი შეიჭრა
280
0
სპეცოპერაციაა ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით, “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დრომდე შენობაში რჩებიან. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი
„მძარცველია ერთი პიროვნება, 2 მილიონს ითხოვს, ეს გავიგეთ… მძევლები ჰყავთ აყვანილი. ყვითელი ლენტის იქით არ გვიშვებენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკში მოხდა. როგორც ცნობილია, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შეიჭრა და გასროლა განახორციელა.