1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ უფრო გაზრდის
ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ უფრო გაზრდის

ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ უფრო გაზრდის

306
0

ბრიტანეთი 2023 წელს შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების დონეს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბრიტანული მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი მოგზაურობის დროს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ლიზ ტრასი მიუთითებს უკრაინის კონტრშეტევის წარმატებაზე, როგორც მტკიცებულებას იმისა, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინელ ხალხს სხვა დემოკრატიების მხარდაჭერით.

„ჩემი გზავნილი უკრაინელ ხალხს: დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ელოდება აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისგან, ლიზ ტრასმა უპასუხა: „ნომერ პირველი საკითხი გლობალური უსაფრთხოებაა: დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად გავუმკლავდეთ რუსულ აგრესიას და დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, პუტინი კი – არა“.

ბრიტანეთი უკრაინის ნომერ მეორე სამხედრო დონორია, რომელმაც კიევს 2022 წელს, 2.3 მილიარდი ფუნტი, ასობით რაკეტა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და არალეტალური სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდა.