1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ხატია დეკანოიძე – ელექტრონული არჩევნები არ უნდა გადაიქცეს კიდევ ერთ მაშველ რგოლად “ქართული ოცნებისთვის”
ხატია დეკანოიძე – ელექტრონული არჩევნები არ უნდა გადაიქცეს კიდევ ერთ მაშველ რგოლად “ქართული ოცნებისთვის”

ხატია დეკანოიძე – ელექტრონული არჩევნები არ უნდა გადაიქცეს კიდევ ერთ მაშველ რგოლად “ქართული ოცნებისთვის”

198
0

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ელექტრონული არჩევნები არ უნდა გადაიქცეს კიდევ ერთ მაშველ რგოლად “ქართული ოცნებისთვის”.

მისი თქმით, ეს უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი იარაღი, მათ შორის ემიგრანტებისთვის, რომ მათი ხმა ისმოდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, არჩევნების პირობებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან 

როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობა” შეაფასებს, რამდენად შეესაბამება კანონპროექტი ემიგრანტების ინტერესებს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას მხარდაჭერაზე.

“ელექტრონული არჩევნები უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ემიგრანტებს, რომ დარეგისტრირდნენ და ხმა მისცენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს არ უნდა გადაიქცეს კიდევ ერთ მაშველ რგოლად “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის. ეს უნდა იყოს კარგად გაწერილი ალგორითმი, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი იარაღი, მათ შორის ემიგრანტებისთვის, რომ მათი ხმა ისმოდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, არჩევნების პირობებში. ჩვენ გვაქვს მათ შორის, ჩვენი ინიციატივები საარჩევნო კოდექსში, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნებოდა პოლიტიკური ნების გამომჟღავნება, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს. ეს პოლიტიკური ნება აქამდე არ ყოფილა, მეტიც ISFED-ი, რომელსაც ჰქონდა მსგავსი ინიციატივები, გამოაძევეს ჯგუფიდან, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს,” – განაცხადა დეკანოიძემ.