სირიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
494
0
ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, „გრინ ვილიჯის“ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბაზის მიმართულებით სამი, 107 მილიმეტრიანი რაკეტა ისროლეს, თუმცა მიზანს ვერცერთმა მიაღწია და შესაბამისად, აშშ-ის ან კოალიციური ძალების პირად შემადგენლობას და აღჭურვილობას ზიანი არ მიყენებია.
მომხდარს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იძიებს.