1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სირიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
სირიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

სირიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

430
0

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, „გრინ ვილიჯის“ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ბაზის მიმართულებით სამი, 107 მილიმეტრიანი რაკეტა ისროლეს, თუმცა მიზანს ვერცერთმა მიაღწია და შესაბამისად, აშშ-ის ან კოალიციური ძალების პირად შემადგენლობას და აღჭურვილობას ზიანი არ მიყენებია.

 

მომხდარს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იძიებს.