1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პანდემია დასრულდა – ჯო ბაიდენი
პანდემია დასრულდა – ჯო ბაიდენი

პანდემია დასრულდა – ჯო ბაიდენი

358
0

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით „კოვიდ 19“-ის პანდემია დასრულდა.

„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს კოვიდთან დაკავშირებული პრობლემა. ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ ამაზე, მაგრამ პანდემია დასრულდა. თუ შეამჩნიეთ, არავინ ატარებს ნიღაბს. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია. და ამიტომ ვფიქრობ, რომ ვითარება იცვლება“, – განაცხადა  აშშ-ის პრეზიდენტმა CBS-თან ინტერვიუში.

Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც შეერთებული შტატები აგრძელებს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების გავრცელებასთან ბრძოლას და პანდემიას, ყოველდღიურად, ასობით ადამიანი ეწირება.

სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, აშშ-ში ყოველდღიურად კორონავირუსით, დაახლოებით 400 ადამიანი იღუპება.