1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსული ძალების არაადამიანური ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”- ჯოზეფ ბორელი
“რუსული ძალების არაადამიანური ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”- ჯოზეფ ბორელი

“რუსული ძალების არაადამიანური ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”- ჯოზეფ ბორელი

647
0

ევროკავშირი ღრმად შოკირებულია რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში უკრაინის ხელისუფლების მიერ მასობრივი სამარხის აღმოჩენის გამო, რომელშიც 440-ზე მეტი ცხედარი იყო, – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ სისასტიკეებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომი მთელ უკრაინაში სისხლისა და ნგრევის კვალს ტოვებს. ათასობით მოქალაქე უკვე მოკლულია, კიდევ უფრო მეტი გახდა წამების, შევიწროების, სექსუალური ძალადობის, გატაცების და იძულებით გადასახლების მსხვერპლი. რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციების სრული უგულებელყოფით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა, ვინც მონაწილეობს უკრაინაში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში, პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას ამ კუთხით“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.