1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

622
0

ვერძი

მშენებლებისთვის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულ ვერძებს წარმატებული დღე ელით. დროა, სტილის შეცვლაზე იზრუნოთ. სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კურო

ეს დღე შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. მოულოდნელი წინადადება ან ძველ პარტნიორთან შეხვედრა გელით. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ და შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყაროც გაგიჩინოთ.

ტყუპები

ამ დღეს ნებისმიერ წვეულებას დაამშვენებთ და უამრავ თაყვანისმცემელს შეიძენთ. ეცადეთ, მშობლებთან და უფროს ნათესავებთან ურთიერთობის დროს წონასწორობისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. ხელსაყრელი დროა ბინაში რემონტისა და ავეჯის შესაძენად. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან.

კირჩხიბი

დილიდან ხალისიანი და აქტიური ხართ და ნებისმიერ დავალებას ადვილად უმკლავდებით. ბევრი გადაუდებელი საქმე გელით, თუმცა საეჭვოა, ამან რამე სარგებელი მოგიტანოთ. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, ეს იმაზეა დამოკიდებული, აქამდე როგორ მოქმედებდით, ამიტომ საკუთარ წარუმატებლობაში არავინ დაადანაშაულოთ.

ლომი

დღევანდელი საღამო თქვენს ოჯახურ ურთიერთობებს უფრო ჰარმონიულს გახდის. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ მოარგოთ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან. ბევრი ლომი იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

ქალწული

ამ დღეს განსაკუთრებული სიმშვიდე და მოთმინება გმართებთ, რათა ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ამ დღის ამოცანა შემოსავლების განაწილება და გადასახადების გადახდაა. ნუ აჩქარდებით – რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა.

სასწორი

სამსახურში განსაკუთრებით ნაყოფიერი დღე გელით და შესაძლოა, უფროსების ქებაც დაიმსახუროთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სანამ ძველებს არ დაასრულებთ. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. ახალი ნაცნობობა უამრავ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ.

მორიელი

ეს დღე სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. გირჩევთ, რომანტიკული პაემანი რამდენიმე დღით გადადოთ, რათა საყვარელ ადამიანთან მცირე კამათი დიდ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. უსიამოვნო საუბარი გელით, თუმცა მისი შედეგი თქვენთვის ხელსაყრელი იქნება.

მშვილდოსანი

ფრთხილად იყავით, რომ სამსახურში საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ. სავარაუდოდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ და გაუგებრობას წერტილი დაუსვათ. ფრთხილად იყავით სარემონტო სამუშაოების დროს.

თხის რქა

სავარაუდოდ, ეს დღე კონფლიქტით დაიწყება, თუმცა ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ახლობელი ადამიანი დაუფიქრებელი სიტყვით არ გაანაწყენოთ. შესაძლოა, ახლობლებმა რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართონ და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნისთვის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. მოერიდეთ სახლში და სამსახურში შრომატევადი სამუშაოს შესრულება. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. პირველ რიგში, ეს მათ ეხება, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

თევზები

შემოქმედებითი თვალსაზრისით ნაყოფიერი დღეა. სასიამოვნო თავგადასავლები გელით. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, ეს წარსულში თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული, ამიტომ საკუთარ წარუმატებლობაში არავინ დაადანაშაულოთ.