1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ომის 201-ე დღე -რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის
ომის 201-ე დღე -რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

ომის 201-ე დღე -რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

347
0

ომის 201-ე დღე. უკრაინული ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებენ.

ხარკოვის ოლქში მათ 40-მდე დასახლებული რაიონი გაათავისუფლეს. ოკუპანტები მასობრივად ტოვებენ ლუგანსკს და დონეცკსაც. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტები ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდ დანაკარგებს განიცდიან.

 

უკრაინული ძალების წარმატებული კონტრშეტევების საპასუხოდ, ოკუპანტები მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ. მათი სამიზნე გახდა ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ინფრასტრუქტურული ობიექტები. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა ხარკოვის თბოელექტროსადგური, რის გამოც რამდენიმე ოლქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის გამო რუსეთი ტერორიზმში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ბრძოლის ველიდან საკუთარი არმიის გაქცევას ასე ლაჩრულად აკომპენსირებს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად  უკრაინის ორ ოლქს ელექტრომომარაგება მთლიანად შეუწყდა, სამს კი – ნაწილობრივ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

 

 ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

 

„გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, დასახლებებს უკრაინული ძალები სრულად აკონტროლებენ“ – ნათქვამია   უკრაინის გენერალური შტაბის  მოხსენებაში.