1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მეფე ჩარლზ III დედოფლის გარდაცვალების გამო განცხადებას ავრცელებს
მეფე ჩარლზ III დედოფლის გარდაცვალების გამო განცხადებას ავრცელებს

მეფე ჩარლზ III დედოფლის გარდაცვალების გამო განცხადებას ავრცელებს

536
0

ელისაბედ მეორის შვილი და გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფე დედის გარდაცვალებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

მისი თქმით, ელისაბედ მეორეს გარდაცვალება მისთვის და სამეფო ოჯახის ყველა წევრისთვის უდიდესი მწუხარების მომენტია.

„მე ვიცი, რომ ამ დანაკარგს განიცდიან მთელ ქვეყანაში და უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში. გლოვისა და ცვლილების ამ პერიოდში, ჩვენს ოჯახს და მე ნუგეშსა და მხარდაჭერას მაძლევს იმ პატივისცემისა და დიდი სიყვარულის ცოდნა, რომლითაც დედოფალი სარგებლობდა“, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფის, ჩარლზის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში შოტლანდიაში 8 სექტემბერს გარდაიცვალა.