1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა-დავით მათიკაშვილი
გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა-დავით მათიკაშვილი

გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა-დავით მათიკაშვილი

160
0

გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის უკვე გასაგებია, თუ რამდენად დაცილებულია ევრობიუროკრატების პოზიცია, რეალურ ევროპულ ღირებულებებთან.

„ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება როდესაც ის არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ პირდაპირ, რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას ურთიერთთანამშრომლობას, საზოგადოებას რადიკალების მხარდაჭერას სთავაზობდა. ისეთ პოზიციაზე დგომას სთავაზობდა, რომელიც ხაზგასმით მიუთითებს ჰერჩინსკის და სხვა ევროპელი ბიუროკრატების სურვილს, ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში. ეს შეცვლილი პოზიცია ქართველი ხალხის მიმართ ორმაგ სტანდარტზე მეტყველებს. მეტყველებს ევროპელი ბიუროკრატების დღის წესრიგსა და მათ სურვილზე, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

ორკვირიანი მზადების, პროპაგანდისტული მანქანის სრულად ამოქმედების მიუხედავად, ვერ შეძლეს 2 000 კაცზე მეტის შეკრება. საზოგადოებისთვის უკვე სრულად გასაგებია, თუ რამდენად დაცილებულია ევრობიუროკრატების პოზიცია, რეალურ ევროპულ ღირებულებებთან, ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მათ 2 000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს და ჰერჩინსკიმ ვერ შეძლო კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს სხვადასხვა ქვეყნის ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრება სხვა არაფერი იყო, თუ არა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა.

„გვახსოვს, მაგალითად კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჰერჩინსკის განცხადებები, როდესაც ის კონკრეტულ ბრალდებულ პირებს, იქნება ეს მზია ამაღლობელი თუ სხვა, ის აცხადებდა მის სურვილებს და არა იმ რეალობას რაც საქართველოსვე არის და საზოგადოებამ იცის.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ჰერჩინსკის და სხვა ევრობიუროკრატების პოზიცია, როდესაც ქმნიდნენ მოცემულობას თითქოს სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ვინმე აწამებს, არაადამიანურ პირობებს უქმნის. სინამდვილეში აბსოლუტურად საპირისპიროა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენ გვახსოვს, სასამართლო სხდომებზე, კონკრეტული ჩინოსნების, ელჩების დასწრება, რომელიც რა არის სხვა თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.