1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შესაძლოა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის ძლიერი სიძულვილის გამო შეუძლებელი აღმოჩნდეს -დონალდ ტრამპი
შესაძლოა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის ძლიერი სიძულვილის გამო შეუძლებელი აღმოჩნდეს -დონალდ ტრამპი

შესაძლოა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის ძლიერი სიძულვილის გამო შეუძლებელი აღმოჩნდეს -დონალდ ტრამპი

584
0

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის ძლიერი სიძულვილის გამო შეუძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა NBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს იყო ერთ მხარესთან, მაგრამ მეორესთან – არა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რომელ მხარესთან ვერ მიაღწია შეთანხმებას, რუსეთთან თუ უკრაინასთან.

„ძალიან ახლოს ვიყავი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ერთ მხარესთან. მაგრამ არა მეორესთან. ახლა არ დავაკონკრეტებ რომელთან, ეს მძიმე სამუშაოა. იყო მომენტები, როდესაც ახლოს ვიყავი იმ აზრთან რომ უარი მეთქვა შუამავლის როლზე, რომ მეთქვა კარგი, გააგრძელეთ სისულელე და გააგრძელეთ ომი. მაგრამ ამის ფონზეც რაღაც პოზიტიურიც ხდება. ამასთან შესაძლოა, ზავი შეუძლებელი იყოს… რომ იცოდეთ, ამ ორ კაცს, ზელენსკისა და პუტინს შორის, აგრეთვე, ზოგიერთ ჯარისკაცს შორის არსებობს უზარმაზარი სიძულვილი. გენერლებს შორის. ისინი, სამი წელია, სასტიკად ომობენ“, – განაცხადა ტრამპმა.