
ირაკლი კობახიძე – კახა კალაძე თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო
407
0
კახა კალაძე თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2″-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, ისევ იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.
„პოლიტიკური საბჭოს შეკრება არ გვქონია ამ საკითხზე, ამიტომ, მე არ მაქვს კომპეტენცია, რომ 100%-ით რაღაც დავადასტურო. ის, რეალურად, თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.