1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას – მარკ რუტე
ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას – მარკ რუტე

ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას – მარკ რუტე

442
0

უკრაინისადმი ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინულ ქალაქ ოდესაში ვიზიტის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

“დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოდესას ვეწვიე.

 

უკრაინელმა ხალხმა ძალიან ბევრს გაუძლო – მათ შორის კვირას რუსეთის თავდასხმას სუმზე. ნატოს მხარდაჭერა ურყევია. გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა შეძლოს თავდაცვა დღეს და სამომავლო აგრესიის შეკავება, რაც უზრუნველყოფს სამართლიან და მყარ მშვიდობას,” – წერს რუტე.