1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მეც ქართველი ვარ” – ეს სიტყვა ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს!!! -ხათუნა შარაძე
“მეც ქართველი ვარ” – ეს სიტყვა ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს!!! -ხათუნა შარაძე

“მეც ქართველი ვარ” – ეს სიტყვა ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს!!! -ხათუნა შარაძე

697
0

“მეც ქართველი ვარ”!!! ეს სიტყვა, ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს!!! ის ავტორიტეტია, რომელიც სხვებს აიძულებს პატივისცემით მოგვექცნენ!!! –  ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე,  ხვიჩა კვარაცხელიას მიერ “ნაპოლიში” ჩატარებულ მატჩს.

 

როგორც  შარაძე წერს, კვარაცხელიამ ქართველი ემიგრანტების უიმედობას წერტილი დაუსვა და ამისთვის მას მადლობას უხდის.

 

“ხვიჩა კვარაცხელიამ, ემიგრაციაში დაგუბებული ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა! ამ ერთმა ბიჭმა წელში გამართა სრულიად დიასპორა! ეს იგივეა რაც სამშობლოში დაბრუნება!!!

 

ემიგრანტების შელახული რეპუტაცია, დამამცირებელი ცხოვრებით გამოწვეული უხერხულობა, უსამშობლოობის განცდა გააქრო!!!

 

“მეც ქართველი ვარ”!!! ეს სიტყვა, ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს!!! ის ავტორიტეტია, რომელიც სხვებს აიძულებს პატივისცემით მოგვექცნენ!!!

 

30 წლიანი ემიგრაციის ფონზე ეს ვერასდროს ვერავინ შეძლო, გარდა 22 წლის ბიჭისა, რომელიც უბრალოდ ქართველად დაიბადა!!!

 

მადლობა ხვიჩა!” –  წერს ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში .